აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე, რომელიც არაბ შეიხს გაჰყვა ცოლად და ცხოვრება კოშმარად ექცა - ის კვლავ იბრძვის შვილებისთვის და თავისუფლებისთვის - მშობლები

აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე, რომელიც არაბ შეიხს გაჰყვა ცოლად და ცხოვრება კოშმარად ექცა - ის კვლავ იბრძვის შვილებისთვის და თავისუფლებისთვის

2025-11-20 10:00:35+04:00

...2015 წელს 23 წლის აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე ზეინაბ ჯავადლი 43 წლი არაბ შეიხს, საიდ ალ-მაქტუმს გაჰყვა ცოლად. ის გახდა პრინცის მესამე ცოლი და იმედი ჰქონდა, რომ არ გაიმეორებდა წინამორბედი ცოლების ბედს... თუმცა შეცდა... 5-წლიანი ქორწინება განქორწინებით დასრულდა, მერე კი სამი შვილით ხელში მარტო დარჩენილმა ზეინაბმა არ იცოდა, როგორ დაეხსნა თავი ყოფილი ქმრისგან. მას ეშინოდა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მშობლების სიცოცხლის გამოც... ზეინაბის ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გალია, თუნდაც ის ოქროსი იყოს, მაინც გალიაა...

წარმატებული სპორტსმენი

ზეინაბ ჯავადლი 1991 წელს დაიბადა ბაქოში. ჯავალდა სპორტული გოგონა იყო და ადრეული წლებიდან ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მერე კი პროფესიონალი გახდა.

728x485-1-bb9c5cb94590ff498ae4bcc68669df622980x1987-0xowud9kb4-8828803797715880519-1763620073.jpg.webp

3333x5000-0x0ylzl54m-1799082741012357759-1763620073.jpg

სპორტული კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო. სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა, ორჯერ მოიპოვა გუნდური ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე მოიგო გუნდური ბრინჯაო და ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე.

21 წლის ასაკში ტრავმების გამო შეჯიბრებები შეწყვიტა, მაგრამ პენსიაზე არ გასულა. თითქმის მაშინვე დაიწყო ბავშვთა მწვრთნელად მუშაობა: ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - მშობლიურ აზერბაიჯანში.

როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტანმოვარჯიშე, რეგულარულად ესწრებოდა სხვა სპორტულ ღონისძიებებს. 2015 წელს მიიწვიეს გაბალაში გამართულ „შოტფან თასზე“. იქ ერთ-ერთმა მონაწილემ, საიდ ალ მაქტუმმა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. მას არ შეეძლო სპორტში მნიშვნელოვანი პირადი წარმატებებით დაეკვეხნა, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იყო ოლიმპიური გუნდის წევრი. თუმცა, ის დუბაის საამიროების მმართველი დინასტიის წევრი - ამჟამინდელი ემირის ძმისშვილი აღმოჩნდა. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ძალაუფლება გადაეცემა არა მამიდან შვილს, არამედ მმართველიდან ოჯახის უხუცეს მამრობითი სქესის წევრს, ამიტომ საიდ ალ მაქტუმი ტიტულის პირდაპირი პრეტენდენტია...

შეხვედრის მომენტში ზეინაბი 23 წლის იყო. არაბ შეიხთან შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

imgpreview_(2).jpg

ზეინაბი და საიდი მალე მოიხიბლნენ ერთმანეთით და საიდმა ხელიც მალევე სთხოვა. ტანმოვარჯიშის ოჯახი ეჭვის თვალით უყურებდა მის გატაცებას და აფრთხილებდა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. მისმა მეგობრებმაც გააფრთხილეს ზეინაბი, რომ შეიხთან ცხოვრება გარედან ვარდისფერი ჩანდა, სინამდვილეში კი ბევრ საფრთხეს შეიცავდა. ბევრი შეშფოთებული იყო საიდ ალ მაკტუმით, რადგან ის არ მალავდა თავის დომინანტურ ქცევებს ქალების მიმართ, თანაც, მას უკვე ორი ცოლი ელოდა დუბაიში და ზეინაბს მესამე ცოლობა შესთავაზა... ქალი იმდენად მოიხიბლა კავალერით და მისი გულუხვი საჩუქრებით, საყვარელი მამაკაცის გამო მან ყველაფერი მიატოვა და დუბაიში გაჰყვა. თავიდან სულაც არ ჩანდა, რომ "ოქროს გალია" ელოდა...

შეიხის ქალები

საიდ ბენ მაქტუმი ალ-მაქტუმების დინასტიას ეკუთვნის, რომელიც დუბაის 1833 წლიდან მართავს. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის მეთაურია და ასევე წარმატებები აქვს სპორტში. საიდი სროლით არის გატაცებული და ოლიმპიურ თამაშებშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული. სწორედ სპორტმა შეახვედრა მომავალ ცოლებს.

შეიხის პირველ ცოლზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მან ხუთი შვილი გაუჩინა. მეორე ცოლი იყო 19 წლის ბელორუსი ოფიციანტი ნატაშა ალიევა, რომელსაც ბელორუს კონკიასაც ეძახდნენ. გოგონამ მშობლიური მინსკი დატოვა, ისლამი მიიღო და ფუფუნებით ცხოვრობდა სამსართულიან სასახლეში .ნატალიამ შეიხს ქალიშვილი გაუჩინა და მალევე მათი ურთიერთობა გაფუჭდა. საიდი სულ უფრო მეტად შორდებოდა ნატაშას. ქალი შვილთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობდა, ქმარი მას სრულად უზრუნველყოფდა, თუმცა მას ფაქტობრივად ვერ ხედავდა. 2015 წელს საიდი მორიგ ასპარეზობაზე გაემგზავრა, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართა. სწორედ იქ გაიცნო ყველაზე უბედური ცოლი - ტანმოვარჯიშე ზეინაბი...
ახლობლები ამბობდნენ, რომ ზეინაბი ძალიან ჰგავდა უწინდელ ცოლ ნატაშას. თითქოს ახალ ცოლში საიდმა მეორე ცოლი დაინახა - ისეთივე მოკრძალებული, გულწრფელი და ეშხიანი.
ცნობილია ისიც, საიდის თითოეული ცოლი ცალკე სახლში ცხოვრობს და ყველაფერში შეუძლია ჩაერთოს. ქმარი ხანდახან სტუმრობს მათ და ცდილობს, თითოეულს თანაბარი ყურადღება დაუთმოს. თუმცა ამბობენ, რომ შვილების გაჩენის შემდეგ თანდათან უქრება ვნება ცოლების მიმართ და ახლის ძიებას იწყებს..
zenab.jpg
2016 წლის ზაფხულში ზეინაბმა ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც სანა დაარქვეს. მერე კიდევ ორი გოგონა გაჩნდა - ასია და სალამა.
imgpreview.png
imgpreview_(1).jpg
ბოლო ქალიშვილის დაბადების შემდეგ ოჯახში პრობლემები დაიწყო. მომხდარის ორი ვერსია არსებობს: ან თავად საიდი დაჟინებით მოითხოვდა განქორწინებას, რადგან ზეინაბმა ვაჟი ვერ გააჩინა, ან ზეინაბი იყო განაწყენებული, რომ ქმარი მის მიმართ გაცივდა და სხვა ქალებზე გადავიდა. ყურადღებას ნაკლებად აქცევდა, იშვიათად ნახულობდა. დაიწყო კონფლიქტები და საბოლოოდ განქორწინებაზეც მიდგა საქმე. თუმცა აქ მეორე კოშმარი დაიწყო.

განსაცდელი

ზეინაბმა განქორწინება მოითხოვა მთავარი პირობით, რომ მისი ქალიშვილები მასთან დარჩენილიყვნენ - და სწორედ ამას მოჰყვა დიდი განსაცდელი. ყოფილი ქმარი შეეწინაარმდეგა ამ სურვილს და უარი უთხრა შვილების გადაცემაზე, ასევე - ქვეყნის დატოვებაზე.

ზეინაბმა დატოვა სამეფო სასახლე და კერძო ვილაში გადასახლდა, შვილებთან და მშობლებთან ერთად. ამაზე ქმარი დათანხმდა, თუმცა ეს უნდა ყოფილიყო მისი მუდმივი კონტროლის ქვეშ. ზეინაბს არ უნდა ეცხოვრა თავისუფლად, არც დუბაი დაეტოვებინა, მით უმეტეს - ბავშვებით...

2020 წელს ტანმოვარჯიშემ სოციალურ მედიაში დაწერა, თუ როგორ ავიწროებდნენ მას და მის მშობლებს უცნობი პირები და მას მუდმივად ემუქრებოდნენ ბავშვების წართმევით. მან მიანიშნა, რომ ქვეყანაში, სადაც საიდის ნათესავები აკონტროლებენ თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას, სამართლიანობის იმედი არ არსებობდა. მას ასევე არ შეეძლო მშობლიურ აზერბაიჯანში დაბრუნება - საელჩოც კი არ ეხმარებოდა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ზეინაბმა ასევე აღნიშნა, რომ ქორწინების დროსაც რეგულარულად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლში იყო გამოკეტილი საკვებისა და წყლის გარეშე. დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მეგობრებს ჰქონდათ მტკიცებულებები და გაასაჯაროებდნენ, თუ მას რამე დაემართებოდა.

ზეინაბი ლამის ყვიროდა ვიდეოში და დახმარებას ითხოვდა. ის ყვებოდა, რომ დასდევდნენ ადამიანები, რომლებიც მისი შვილების გატაცებას ცდილობდნენ. თითქმის მთელი წელი ოჯახმა სტრესში იცხოვრა...

imgpreview.jpg

სულ მალე, ვიდეო გაქრა. წაიშალა ზეინაბის ყველა ანგარიში და ის ორი წლის განმავლობაში დუმდა...საერთოდ არაფერი იყო მასზე ცნობილი. ზეინაბი არ პასუხობდა მეგობრებს ინსტაგრამში და არ გამოდიოდა კავშირზე.

2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ზეინაბის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - ყოფილ ქმარს სურდა, მისთვის მშობლისა და მეურვეობის უფლებები ჩამოერთმიათ. ამ ბრალდებების გასაპროტესტებლად, ჯავადლის ადვოკატებმა საქმე გაეროსაც კი წარუდგინეს...

ახლა ქალი კვლავ დუბაიში ცხოვრობს, იძულებით, რომ შვილები ხანდახან მაინც ნახოს. ისევ იბრძვის მათზე მეურვეობის მოსაპოვებლად. მაგრამ კანონი ყოველთვის მისი ქმრის მხარეს იქნება, რადგან ეს პატრიარქალური ქვეყანაა და შეიხს ბევრი გავლენიანი ნათესავი ჰყავს.

599x600-1-78423b0b5ee46946b4fd4a9624b755501080x1082-0xspb7dz5p-3165001971059615107-1763621649.jpg.webp

570x600-1-49245918a7dfd263e3f5da6a0ed4776b1080x1136-0xhwfmpcfh-8438342665015529499-1763621649.jpg.webp
ზეინაბის ქალიშვილები

489x600-1-fd9ab0c7ba185789527a5a90039653361080x1325-0xmzwpesqd-0066274130626612894-1763621649.jpg.webp

volga-1763622160.jpg

736x1308-0xeks2eji7-4967311648264610269-1763622205.jpg

18-rotated-1763622938.jpg

ზეინაბს ასევე სპორტული სამყაროს მხარდაჭერის იმედი აქვს და გამუდმებით ამბობს, რომ ის ყოფილი ქმრის ფულს კი არ ითხოვს, არამედ ქალიშვილებთან ერთად ქვეყნის დატოვების და უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობას, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.

640x1136-0xrdkxudl2-5930961929728061335-1-1763621649.jpg