ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რა კავშირია წნევასა და თავის ტკივილს შორის და რა ითვლება ნორმად:
- ადრე მიაჩნდათ, რომ არტერიული წნევა ვიღაცისთვის 120 იყო მაღალი, ვიღაცისთვის დაბალი. გაგარინისთვის ცოტა მაღალიც კი იყო. კოსმონავტების წნევას რომ ვეძახით... აღმოჩნდა, რომ წნევას საერთაშორისო ნორმა აქვს და არ არსებობს ქართული ნორმა. მაგრამ, თუ ვინმეს დაბალი წნევა აქვს და 120-ზე ცუდად არის, ესე იგი, ცუდად რომ არის, იმიტომ აქვს 120. 120, 130, 180 თავის ტკივილის მიზეზი არასდროსაა. მაგრამ, თავის ტკივილის დროს გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, ისეთი ნეიროშუამავლები, ადრენალინი, რომელიც წნევის მომატებას იწვევს. წნევა არის თავის ტკივილის შედეგი და არა მიზეზი. შესაბამისად, "კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება" - ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის. ასევე, კისრის გადაღება. კისრის გადაღება , წელიწადი გავა, ჩვენთან, კლინიკაში, თავის ტკივილის სიმპტომით ათასი პაციენტი მოვა და შეიძლება, ერთხელ არ დამჭირდეს. ელექტროენცეფალოგრაფია მჭირდება იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ნიშნები არსებობს.
სპეციალისტი ამავე გადაცემაში შაკიკის ნიშნებზეც საუბრობს:
- შაკიკს უამრავი ნიშანი აქვს. თავის ტკივილიც მისი ხშირი ნიშანია. მაგრამ, შესაძლოა, პაციენტს არ ჰქონდეს. შაკიკის ყველაზე მთავარი ნიშანი ცუდად ყოფნაა: უუნარობა, მთქნარება, კონცენტრირების არქონა, გაღიზიანებადობა, ყურის ტკივილი, თვალის ქავილი, ღებინებამდე მისვლა... "ტვინის დანისვლა" - ასეთი გამოთქმა არსებობს. კუთხურად რომ ვთქვათ - "გამოლაყება". ვერ ეწევი მოვლენებს, გვიან აზროვნებ, მეტყველების პრობლემა გექმნება, შესაძლოა, მჭადის სახელი დაგავიწყდეს. ანდაზა რომ არის, შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით, შაკიკის ნიშანიც იყოს. თუ ეს პერიოდულია, ადამიანი შეტევას ცნობს, თუმცა, დაახლოებით, 10 წელიწადში ერთხელ გადასხვაფერდება.