„მკურნალი Community“-სა და „Medical Park“-ის ერთობლივ გამორჩეულ საღამოს „რიგი აუდიტორიამ“ უმასპინძლა - მშობლები

„მკურნალი Community“-სა და „Medical Park“-ის ერთობლივ გამორჩეულ საღამოს „რიგი აუდიტორიამ“ უმასპინძლა

2025-11-20 14:13:57+04:00

18 ნოემბერს, „მკურნალი Community“-სა და „Medical Park“-ის ერთობლივ გამორჩეულ საღამოს „რიგი აუდიტორიამ“ უმასპინძლა, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, კლინიკების ხელმძღვანელები, პროფესიონალი ექიმები და სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექსპერტები შეიკრიბნენ.

1-1763634184.jpeg

„მკურნალი Community“ უკვე 24 წელია ქმნის სივრცეს, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების. „მკურნალის“ ახალი სპეციალური ნომერი ეძღვნება სამედიცინო მენეჯმენტს - იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ პროცესს, ქმნიან გარემოს, სადაც ექიმი და პაციენტი ერთმანეთს ყველაზე ეფექტურად ხვდებიან.დღეს უკვე დროა ვიცნობდეთ მათ, ვის გამოც სისტემა ფუნქციონირებს გამართულად.

image00018-1763626082-1763634203.jpeg

ღონისძიება გახსნეს თამთა ასათიანმა და თიკა ფაცაციამ. ოჯახის მკურნალის“ ახალი ნომრის ყდაზე წარმოდგენილია დაკო ნესუაშვილი - საავადმყოფოების საერთაშორისო ქსელის „Medical Park“-ის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი. მისი პროფესიული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ექიმის პროფესიული გზა გადაიზარდოს სისტემურ გადაწყვეტილებებში, მენეჯმენტურ ხედვაში და რეალურ პროგრესში ჯანდაცვის სექტორში.

2-1763634237.jpeg

საღამოს ფარგლებში სცენიდან სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

• სოფიო ასპანიძე- კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

• პროფესორი ნინო მუსერიძე- ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი და სამედიცინო დირექტორი.

3-1763634270.jpeg

ორივე სპიკერმა სტუმრებს გაუზიარა პრაქტიკული ხედვა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეფექტური მენეჯმენტი კლინიკის ზრდაზე, პაციენტზე ორიენტირებული სერვისების ხარისხზე, ექიმების მოტივაციაზე და სისტემის გამართულობაზე.

ღონისძიება ასევე მოიცავდა ფურშეტსა და საზეიმო გათამაშებას. მთავარი პრიზი - სრული ჩექაფის პაკეტი სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკაში Medical Park (მგზავრობით, სასტუმროში განთავსებით, კვლევებითა და პირადი ასისტენტით) - სტუმრებს თავად დაკო ნესუაშვილმა გადასცა. სპეციალური საჩუქრები დააწესეს სააფთიაქო ქსელებმა „ავერსი“, „იმპექსი“, „პსპ“, ასევე ბრენდებმა „ბიოქსინი“, და „Uriage“.

(R)