ბანანი უნიკალური ხილია: მასში შაქარი, სახამებელი და ვიტამინები იმის მიხედვით იცვლება, რამდენად არის ბანანი დამწიფებული. ამიტომ, თუ სწრაფი ენერგია გჭირდება, ან პირიქით — შაქრის სტაბილური დონე გინდა შეინარჩუნო, სწორად შერჩეული ბანანი ნამდვილად შეიძლება დაგეხმაროს. დიეტოლოგები ხსნიან, რომელი სტადიაზე მყოფი ბანანი რომელ სიტუაციაშია საუკეთესო.
ამ სტადიაზე ბანანი მომწვანო ფერის და ძალიან მკვრივია. ძნელად იფცქვნება.

დიეტოლოგების თქმით, ასეთ ბანანში უმცირესი რაოდენობითაა შაქარი და ყველაზე მეტი რეზისტენტული სახამებელია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი წვრილ ნაწლავში ვერ ინელებს — ზუსტად ისე, როგორც ბოჭკო (უჯრედი).ანუ არ იქცევა გლუკოზად და არ ზრდის სწრაფად სისხლში შაქარს.იგი პირდაპირ მიდის მსხვილ ნაწლავში და იქ:
მუშაობს პრებიოტიკივით,
კვებავს სასარგებლო ბაქტერიებს,
აუმჯობესებს მონელებას,
იწვევს უფრო ხანგრძლივ დანაყრებას,
ეხმარება სისხლში შაქრის სტაბილურ შენარჩუნებას.
ამიტომ რეკომენდებულია დიაბეტის ან ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანებისთვის.
კანი ამ ეტაპზე ყვითელია, მაგრამ ბოლოებთან მწვანე ელფერი მაინც რჩება.

ამ ეტაპზე:
რეზისტენტული სახამებელი ნაწილობრივ შაქრად გარდაიქმნება
ბანანში მაინც ბევრია ბოჭკო,
მაღალ დონეზეა კალიუმი და მაგნიუმი
ასეთი ბანანი რეკომენდებულია მათთვის, ვინც მონელებაზე ზრუნავს და ვისაც მწვანე ბანანის მკვეთრი გემო არ უყვარს. სასარგებლოა ასევე პერი- და პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, რადგან ამ ასაკში ნაწლავის ჯანმრთელობა და ინსულინრეზისტენტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ეს ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი, გემრიელი და რბილი ბანანია.

მისი მახასიათებლები:
სახამებელი თითქმის მთლიანად გარდაქმნილია ბუნებრივ შაქრებად,
ბოჭკო შედარებით ნაკლებადაა,
იზრდება ანტიოქსიდანტები,
ვიტამინები და მინერალები მაქსიმუმს აღწევს.
ერთი ბანანი უზრუნველყოფს:
კალიუმის დღიური ნორმის 8%-ს — სასარგებლოა წნევისთვის და კუნთების მუშაობისთვის
მაგნიუმის დღიური ნორმის 8%-ს — მნიშვნელოვანია ძვლის ჯანმრთელობისთვის
სრულად მწიფე ბანანი:
გამოდგება სწრაფი ენერგიისთვის ვარჯიშის წინ,
მშვენიერი საკვებია ბავშვებისთვის,
კარგია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის.
კანი ყავისფერი ლაქებით იფარება, ბანანი ძალიან რბილი და სურნელოვანია.

ამ დროს:
შაქარი უმაღლეს დონეს აღწევს,
ბოჭკო კიდევ უფრო მცირდება.
ძალიან მწიფე ბანანი:
სწრაფად აღადგენს ენერგიას,
მსუბუქია მონელებისთვის.
თუმცა ვინც შაქარს აკონტროლებს, სიფრთხილეა საჭირო.

ამ ეტაპზე ბანანი ყველაზე ტკბილია. მასში:
შაქარი ყველაზე მეტია,
ანტიოქსიდანტებიც მაქსიმალურია,
მაგრამ ვიტამინი C და ბოჭკო ნაკლებია (მაგალითად: მწიფე ბანანში 14 მგ C-vit, გადამწიფებულში — 10 მგ).
ეს ბანანი იდეალურია:
სმუზისთვის,
ცომსა და ტკბილეულში — რადგან ბუნებრივ სიტკბოს აძლევს და დამატებით შაქარს აღარ მოითხოვს.
დიეტოლოგების თქმით, არ არსებობს „სწორი“ ან „არასწორი“ ბანანი. ყველა სტადიას აქვს თავისი პლუსი — მთავარია, საკუთარ ჯანმრთელობასა და მდგომარეობას მოარგოთ:
სწრაფი ენერგია დჭირდებათ? — აირჩიე სრულად ან ძალიან მწიფე.
მონელება და შაქრის სტაბილურობა გჭირდებათ? — მწვანე ან ნახევრად მწიფეზე შეარჩერეთ არჩევანი.
გჭირდებათ დესერტი დამატებითი შაქრის გარეშე? — გადამწიფებული საუკეთესოა.
ბანანი ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო ხილია — უბრალოდ შეარჩიეთ ის, რაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად წაგადგებათ.
