"მის სამყარო 2025" მექსიკელი გოგონა გახდა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზატორმა საჯაროდ "სულელი" უწოდა - მშობლები

"მის სამყარო 2025" მექსიკელი გოგონა გახდა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზატორმა საჯაროდ "სულელი" უწოდა

2025-11-21 10:46:42+04:00

"მის სამყარო 2025" დასრულდა. სილამაზის კონკურსი ტაილანდში ტარდებოდა. გამარჯვებული მექსიკელი მოდელი, ფატიმა ბოში გახდა. ეს ის გოგონაა, რომელსაც კონკურსის ორგანიზატორმა რამდენიმე კვირის წინ დასპონსორებულ ფოტოსესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, შეურაცხყოფა მიაყენა და "სულელი" უწოდა. ორგანიზატორმა გოგონა, ფაქტობრივად, დარბაზიდან გააგდო. თუმცა, ფატიმას სხვა კონკურსანტებმა მხარი დაუჭირეს და პროტესტი მასთან ერთად გამოხატეს.

mis-samqaro-1-1762499112.jpg

ინციდენტის შემდეგ ფატიმამ ბულინგის შესახებ საჯაროდ ისაუბრა და თქვა:

patima-boshi-1-1763707777.jpg
ფატიმა ბოში

"უბრალოდ, მინდა ჩემს ქვეყანას ვუთხრა, რომ არ მეშინია ჩემი აზრის გამოთქმის. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და მე არ ვარ თოჯინა, რომელსაც შეიძლება, ტანსაცმელი ჩააცვა. აქ იმისთვის მოვედი, რომ ყველა ქალისა და გოგონას ხმა ვიყო." - თქვა მან.

შეურაცხმყოფის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კონკურსის ორგანიზატორმა კი საყვედური მიიღო. როგორც ცნობილია, მექსიკაში, ეროვნულ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმების თანახმად, ნებისმიერ ასეთ ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად, მას ოფიციალური დასტური სჭირდებოდა, ამიტომ დასპონსორებულ ფოტოსესიაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

patima-boshi-2-1763707801.jpg
ფატიმა ბოში

ცოტა ხნის წინ კი ფატიმა ბოში პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს. ეს მექსიკისთვის "მის სამყაროს" მე-4 ტიტულია.

სხვათა შორის, სკანდალი მისი გამარჯვების გამოცხადების შემდეგაც ატყდა. კონკურსის ყოფილმა ჟიურიმ ომარ ჰარფუშმა საჯაროდ"ფეიკი" უწოდა მის გამარჯვებას. მან ეს განცხადება ისეთი თავდაჯერებულობით გააკეთა, რომ მაყურებელი ახლა არ არის დარწმუნებული, რას დაუჯეროს - ოფიციალურ ფინალურ პროტოკოლს თუ სკანდალურ ტექსტს.

ჰარფუში ამტკიცებს, რომ ტიტულის ვინაობა ფინალამდე დიდი ხნით ადრე ცნობილი იყო: „მის მექსიკა ყალბი გამარჯვებულია. მე, ომარ ჰარფუშმა, გუშინ American HBO-ს ეთერში, „მის სამყაროს“ ფინალამდე 24 საათით ადრე განვაცხადე, რომ „მის მექსიკა“ გაიმარჯვებდა, რადგან „მის სამყაროს“ მფლობელ რაულ როჩას ფატიმა ბოშის მამასთან ერთად აქვს საერთო საქმე. ყველა დეტალი 2026 წლის მაისში HBO-ზე გახდება ცნობილი. რაულ როჩამ და მისმა შვილმა ერთი კვირის წინ დუბაიში მომიწოდეს, ფატიმა ბოშისთვის მიმეცა ხმა და მითხრეს, რომ მას გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, რადგან ეს კონკურსის მომავლისთვის და ბიზნესისთვის კარგი იქნებოდა. ზუსტად ასე მითხრეს!“

931x1280-0xku6fjpke-0221449939673169383-1763794658.jpg

ფატიმა მექსიკის შტატ ტაბასკოში დაიბადა. როგორც თავად ყვება, მომავალი სილამაზის დედოფლის ბავშვობა ზღაპრისგან შორს იყო: სკოლაში დასცინოდნენ ყურადღების გაფანტვისა და ქცევითი დარღვევების გამო. ის დისლექსიით იტანჯებოდა, უჭირდა კონცენტრირება და თანაკლასელები ვერ ხვდებოდნენ, რატომ ვერ ჯდებოდა ფატიმა ზოგჯერ ერთ ადგილზე ან მაშინვე ვერ ხვდებოდა მასწავლებლის ახსნილს.

მაგრამ სწორედ კრიტიკასთან და გაუგებრობასთან ამ ადრეულმა შეხვედრამ ჩამოაყალიბა მისი უდრეკი ხასიათი. თანატოლების მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ფატიმამ შეძლო პრესტიჟული უნივერსიტეტის მოდის დიზაინის ფაკულტეტზე ჩაბარება. სწავლამ იმდენად მოხიბლა, რომ მოგვიანებით მილანსა და შეერთებულ შტატებში განაგრძო უმაღლესი განათლების მიღება.

939x1280-0xsjsawpdi-0200866075086095699-1763794659.jpg

მისი პირველი ტრიუმფი სილამაზის სფეროში 2018 წელს იყო, როდესაც ის ტაბასკოს შტატის ყველაზე ლამაზი გოგონა გახდა, მაგრამ ამას დიდი ყურადღება არ მიაქცია და მშვიდად განაგრძო სწავლა.2025 წელს კვლავ დაუბრუნდა სცენას და ეროვნულ სცენაზე ტაბასკოს წარმოადგენდა. მან კვლავ გაიმარჯვა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც თავისი შტატიდან მის მექსიკის გვირგვინი მოიპოვა. თუმცა კონკურსანტებისა და მაყურებლების მნიშვნელოვან ნაწილს სჯეროდა, რომ ტიტული ხალისკოელი იოანა გუტიერესისთვის უნდა გადაეცათ. როდესაც ბოშის სახელი გამოცხადდა, მხოლოდ ოთხი კონკურსანტი მიუახლოვდა გამარჯვებულის მისალოცად. დანარჩენებმადემონსტრაციულად დატოვეს სცენ.

ფატიმამ მოგვიანებით განმარტა, რომ ასეთ მომენტებში ძალიან უჭირს თავის შეკავება, მაგრამ ბავშვობის ტრავმები და გამოცდილება ეხმარება. თუ გვირგვინს იმსახურებ, იმსახურებ კიდეც. სხვა ადამიანების ემოციებმა არ უნდა იმოქმედოს შენს ღირსებაზე.

991x1280-0xwq8qitrj-5241386339269906050-1763794659.jpg

სილამაზის კონკურსებისა და მოდის დიზაინის გარდა, ბევრი ფატიმას საქველმოქმედო ინიციატივების აქტიურ მონაწილედ იცნობს. ის ეხმარება ბავშვებს, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აწუხებთ, მხარს უჭერს ფონდებს, მონაწილეობს კამპანიებში და ოცნებობს საკუთარი ორგანიზაციის შექმნაზე.

ვიცე-მის სამყარო ტაილანდელი პრავინარ სინგჰი გახდა, მეორე ადგილი ვენესუელელ სტეფანი აბასალის ერგო, მესამე ადგილი კი ახტისა მანალომ დაიმსახურა ფილიპინებიდან.

ფატიმას გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი გულშემატკივარი წერს, რომ ის უდავოდ ლამაზი ქალია. თუმცა, "მის სამყაროს" წლევანდელი კონკურსი უამრავი სკანდალითა და გახმაურებული ამბით იყო სავსე. მათ შორის, კონკურსანტების დაზიანების, მოწამვლის ფაქტები, ფარული კენჭისყრის დარღვევები და სექს-სკანდალიც კი იყო, რომელშიც ჟიურის წევრი მონაწილეობდა... მან ერთ-ერთ კონკურსანტთან რომანი აღიარა და ღონისძიება ფინალის დაწყებამდე დატოვა.

patima-boshi-4-1763707848.jpg
ფატიმა ბოში

ამავდროულად, დიდი ხანია, სილამაზის კონკურსებს უამრავი ადამიანი ნეგატიურად აფასებს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ქალების შეურაცხყოფა, უფლებების შეზღუდვა, მათთვის განსაზღვრული სტანდარტების დაწესება და სტერეოტიპების გააქტიურება უფროა, ვიდრე რაიმე ტიპის შეჯიბრება.

თანამედროვე კოსმეტოლოგიის, პლასტიკური ქირურგიის შესაძლებლობები, თავისთავად, უამრავ შეკითხვას იწვევს. ექსპერტები და რიგითი მაყურებლებიც კი აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილე გოგონათა უმეტესობას სახე შეცვლილი აქვს და მათი ბუნებრივი სილამაზე წარმოჩენილი არ არის. "როგორ შეიძლება, ყველაზე ლამაზი ქალის არჩევა, როდესაც ამდენ ადამიანს ერთნაირი ცხვირი, ტუჩი და ნიკაპი აქვს?" - წერენ სოციალურ ქსელებში.