ფსიქიატრი ლაშა კილაძე გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, შეიძლება, თუ არა სტრესის მართვის სწავლა და როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი რთულ პერიოდს:
- ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი შეცვლა არ შეგვიძლია და შესაბამისად, ვეცადოთ, რომ ჩვენი ემოციები ამასთან დაკავშირებით ვაკონტროლოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ყოველდღიურ მოცემულობას ამ კუთხით შევხედოთ და ვცადოთ, რომ საკუთარ თავსა და ემოციებზე კონტროლი არ დავკარგოთ და ჩვენი ემოციების მართვა გარემოსა და აგრესიულ, ტოქსიკურ ადამიანებს არ მივანდოთ. სტრესებისგან თავის არიდების კუთხით, მერწმუნეთ, ძალიან ეფექტურად მუშაობს. ამას განუსაზღვრელი დროის პერიოდი არ სჭირდება. ეს, დაახლოებით, 4-5-კვირიანი მოცემულობაა შეძლებისდაგვარად, ემოციებზე კონტროლის მოპოვებისა. როგორც კი ჩვენ ამას მივაღწევთ, ფიზიკურად, სულიერად, ჰარმონიულად ვიგრძნობთ. შინაგანი სამყარო ბევრად უფრო კომფორტული გახდება. როგორც კი ამ ტექნიკებს მივხედავთ, როგორც კი ამ ტალღაზე დავდგებით (ის პერიოდი, რაც ვახსენე - 4-5 კვირა), მერე უკვე ეს ჩვევაში გადადის, ჩვენი ყოველდღიურობა ხდება და უკვე მარტივია.