"ჰარიზე მეტად არავის ვუყვარვარ... რატომ ვინერვიულო ზედმეტად, როცა მხოლოდ სიამოვნების მიღება მსურს" - მეგან მარკლის გულწრფელი ინტერვიუ ფოტოსესია, რომელიც მკითხველმა "დაიწუნა" - მშობლები

"ჰარიზე მეტად არავის ვუყვარვარ... რატომ ვინერვიულო ზედმეტად, როცა მხოლოდ სიამოვნების მიღება მსურს" - მეგან მარკლის გულწრფელი ინტერვიუ ფოტოსესია, რომელიც მკითხველმა "დაიწუნა"

2025-11-21 11:44:45+04:00

პრინცი ჰაერის მეუღლე მეგან მარკლი კვლავ ყურადღების ცენტრშია. უფრო სწორედ, მცდელობა ჰქონდა, ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო, თუმცა არ გაუმართლა - მისი ვრცელი ინტერვიუ ამერიკულ ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ზუსტად იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც კეიტ მიდლტონი Royal Variety–ს შოუზე გამოჩნდა და მისი წილი ყურადღებაც მთლიანად უელსის პრინცესამ მიიპყრო.

პრინც ჰარისთან ერთად აშშ-ში გადაბარგების შემდეგ მეგანი არაერთ სკანდალში გაეხვა, თუმცა 2025 წელი მის კარიერაში ყველაზე წარმატებულ პერიოდად ითვლება. სწორედ ამ წლის ბოლოს გადაწყვიტა, მიეცა გულწრფელი ინტერვიუ, რომელსაც ხმაურიანი განცხადებებისა და სენსაციების შემდეგ უამრავი ადამიანი ელოდა. სხვათა შორის, ამ ნტერვიუს შემდეგ მეგანს ინტერნეტში უკვე ახალი კრიტიკის ტალღა დაატყდა.

960x1200-1-67854159818cfe1c2524ae9140c5f88b980x1225-0xzmsell69-4599732919864285299-1763714260.jpg

ფოტოსესია და ტიტულის თემა, რომელმაც ხალხი გააღიზიანა

ჟურნალის ყდა და რამდენიმე შიდა ფოტო მალის ბოდიანმა გადაიღო. მკაცრმა და სადა სამოსმა - Chanel, Celine, Dior, The Row, Toteme და Ferragamo, კლასიკურმა პოზებმა და მონოქრომულმა გარემომ მკითხველებში უკმაყოფილება გამოიწვია — ფოტოს „უღიმღამო“ უწოდეს.

განსაკუთრებული სიმწვავით აღიქვა საზოგადოებამ ის ფაქტი, რომ მეგანი კვლავ სასექსის ჰერცოგინიად არის მოხსენიებული - მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად აკრიტიკებს მონარქიას, ტიტულზე უარი მაინც არ უთქვამს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მეგანის სახლში შესვლისას მსახური ოფიციალურად აცხადებს „ჰერცოგინია მეგან მარკლი“. სოციალურ ქსელებში ეს აღიქვეს, როგორც ირონია: თუ ასე უყვარს ოფიციალური ეტიკეტი, მაშინ რატომ დისტანცირდა სამეფო ტრადიციებისგან?

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მნიშვნელოვან ციტატას ჰერცოგინიას ინტერვიუდან.

960x1200-1-f7d57fe65b40a2d7dd6c501115f9468c980x1225-0xgkwhdrvy-8823206834600407743-1763714281.jpg

ბავშვობა და ფემინიზმის პირველი ნაპერწკალი

"ბავშვობაში ისეთი მომაბეზრებელი ვიყავი… მთელი ჩემი პიროვნება იმაზე იყო აგებული, რომ ჭკვიანი ვყოფილიყავი. ყველას ვეხმარებოდი, ყველაფერს ვაორგანიზაბდი, ვაწყობდი, წინ მივუძღოდი სხვებს. არაფერი შეცვლილა — დღემდე მომწონს გუნდის ხელმძღვანელობა.“

მეგანის თქმით, ის საკმაოდ ადრე გაიზარდა, და დედაც ხშირად უსვამდა ხაზს, რომ მეტისმეტად სერიოზული იყო თავისი ასაკისთვის. მეგანმა გაიხსენა, როგორ მისწერა 11 წლის ასაკში გაბრაზებული წერილი კომპანიას Procter & Gamble, რომლის რეკლამაშიც ნათქვამი იყო, რომ ამერიკის ყველა ქალი ცხიმიან ქვაბებსა და ტაფებს ებრძვის. მეგანმა თავისი წერილებიდან ერთი ჰილარი კლინტონსაც გაუგზავნა, რომელიც მაშინ პირველი ლედი იყო — და საპასუხო წერილიც მიიღო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ფემინიზმის საკითხებს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა.“

იდეალურობა

„იდეალურობა არ არსებობს, მეც ვუშვებ შეცდომებს. მუდმივ სწრაფვაში სრულყოფილებასაკენ ძალიან ცოტა სიხარულია. რატომ უნდა ვინერვიულო ამაზე, როცა უბრალოდ მეტი სიამოვნება და ხალისი მინდა? ზედმეტად გაცნობიერება საერთოდ არ მიზიდავს. თუ ცომს ზედმეტად მოზელ, აღარ ამოვა. ადამიანებიც ასე არიან — თუ ზედმეტად იდარდეს, სიამოვნება ქრება.“

960x1200-1-9bb04adf71f8c5a6a196392a863f759a980x1225-0x5uhmfzzi-0316179822517439015-1763714302.jpg

შეცდომები

„შეცდომების მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ იგივე შეცდომას აღარ იმეორებ. თუ ყველაფერი ზედმეტად კარგად მიდის, არაფერს სწავლობ. თუ არაფერს სწავლობ, არ იზრდები. სრულყოფილება უბრალოდ არ არსებობს. მეც ბევრჯერ ვცდები.“

ინდივიდუალობა

"შემოძლია თავისუფლად ვითამაშო ბავშვებთან ქვიშაში და იმავე სიმშვიდით ვიჯდე კონცერტის პირველ რიგში. თუ გადაწყვეტილებებს სხვისი აზრის მიხედვით იღებ, მაშინვე კარგავ საკუთარ ავთენტურობას.“

პროფესიული თვითრეალიზაცია

„უნდა აკეთო ის, რაც შენ გიხდება. რამდენად ერთგული ხარ შენი საქმის, სწორედ ეს აისახება შენი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ერთნაირი ვარ ყველგან — შვილების სკოლაში სადილების მოწყობისას, მეგობრის წვეულებაზე ან ბიზნესში.“

960x1200-1-54b16d70837a849cda57db22b5fbe6eb980x1225-0xuqgv9ah1-1594142920557547934-1763714319.jpg

ქველმოქმედება

„ლოს-ანჯელესის ხანძრების დროს ვხედავდი, როგორ იქცა ის ადგილები, სადაც მეგობრებტან მივდიოდი, ფერფლად. მაშინ მე და ჰარი ქველმოქმედებაში მთლიანად ჩავერთეთ. საქმე მხოლოდ რაღაცის მიცემაში არ იყო — მთავარი იყო, რომ ეს ღირსებით გაგვეკეთებინა.“

კალიფორნიის ტყის ხანძრები 2025 წლის დასაწყისში გავრცელდა ხანგრძლივი სიცხეების გამო. მეგანისა და ჰარის სახლი საფრთხის ზონაში იყო, თუმცა გადარჩა. წყვილმა რამდენიმე მეგობარს თავშესაფარიც მისცა, დაზარალებულებს ურიგებდნენ წყალსა და საკვებს და ფონდებისთვის ფულს აგროვებდნენ.

პირადი საზღვრები

„მგონია, რომ ჩემი საზღვრები უფრო გამყარდა, როცა ჩემს მიმართ ყურადღება ძალიან გაიზარდა. ასეთ სიტუაციაში ამუშავებ სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმს — ეს შეიძლება იყოს თვითდაცვა ან უბრალოდ ზრდასრულობა.“

ინტერვიუში მეგანი არ ეხება ბიზნესში მომხდარ წარუმატებლობებს. მისი ერთ-ერთი დამხმარის თქმით, მეგანმა საქმე თავიდანვე რთული პოზიციიდან დაიწყო, რის გამოც მოლოდინიც ზედმეტად მაღალი იყო. პოდკასტმა და დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობამ მოგება ვერ მოუტანა — მხოლოდ 2025 წლის კულინარულმა შოუმ აჩვენა კარგი რეიტინგები.

ჰარის სიყვარული

„მსოფლიოში არავის ვყვარებივარ და არავის ვუყვარვარ იმდენად, რამდენადაც ჰარის. ამიტომ ვიცი, რომ ყოველთვის დამიდგება გვერდით. ჰარიმ ჩემ შესახებ ისეთ რამეებს იცის, რასაც მედია ვერ ხედავს. მას ბავშვური სიხარული და თამაშის სიყვარული ახასიათებს — თავიდანვე ეს თვისება მომეწონა და დროთა განმავლობაში ჩემშიც გააღვიძა.“

მეგანმა გაამხილა ჰარის სახლისებური მეტსახელი — მას „H“-ს (“ეიჩ”) ეძახის. თავდაპირველად მეგანი ასე მას მიმართავდა, რათა მათი ურთიერთობა გასაჯაროებამდე დაეფარა. ანალოგიურად ჰარიმ მას „M“-ს ეწოდა. სამეფო ოჯახის თანამშრომლები კი მეგანს „ქარიშხალ მეგანს“ („Hurricane Meghan“) ეძახდნენ ფეთქებადი ხასიათის გამო.

1456x1134-1-8a2f3b56b4dae5ea732ef2dd98029fda3500x2726-0xgqt5wtwn-7478574369144140279-1763714367.jpg

სიმამაცე

„მინდა, რომ ჩემმა შვილებმა აქედანვე იცოდნენ, რომ სიმამაცეს და შრომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ხედავენ, როგორ დაიწყო ჩემი ჯემი უბრალო ქვაბიდან. როცა ახალგაზრდა ხარ, უფრო უშიშარი ხარ — ასაკთან ერთად ამის ნაწილი იკარგება.“

დედის ცხოვრება

„მიყვარს, რომ შემიძლია ერთდროულად ვმუშაო და ოჯახზე ვიზრუნო. ჩემი კაბინეტი სამზარეულოს გვერდითაა და სახლიდან ვმუშაობ. ეს დიდი პრივილეგიაა. ლილიბეთი ხშირად მოდის და მუხლებზე მიჯდება, როცა თათბირები მაქვს.“

ჰარის დაბრუნების სურვილი

ინსაიდერების თქმით, მეგანს არ მოსწონს, რომ თვალსაჩინო წარმატება, მათ შორის ფინანსური, მხოლოდ ახლა დაიწყო. მისი მიზანი თავიდანვე იყო, რომ მილიარდერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი გამხდარიყო მსოფლიო მასშტაბით — როგორც მისი მეგობრები ოპრა უინფრი და სერენა უილიამსი.

პრინცი ჰარი კი კვლავ უკმაოფილოა ამერიკაში ცხოვრებით. ის ჯუტად ცდილობს მამასთან, მეფე ჩარლზთან, ურთიერთობის აღდგენას და დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი მას ჯერ კიდევ თბილად ეკიდება, პრინც ენდრუსთვის ყველა ტიტულის ჩამორთმევა მიუთითებს, რომ მონარქი სამეფო ოჯახში სკანდალებისადმი შეუწყნარებელია.