არსებობენ ადამიანები, რომლებიც დამნაშავეს სულ სხვაგან ეძებენ და საკუთარ ბრალეულობას არასდროს აღიარებენ, გამუდმებით უკმაყოფილოები არიან და ნეგატიურ ფრაზებს ავრცელებენ. ასეთი ადამიანები სამსახურში, სახლში ყველას ენერგიას აცლიან და განწყობას უფუჭებენ.
უფრო კონკრეტულად, ფსიქოლოგებმა ტოქსიკური ადამიანების 5 მკაფიო ნიშანი დაასახელეს:
ნებისმიერი კრიტიკა, თუნდაც ყველაზე კორექტული და ეთიკური, პირად შეურაცხყოფად და თავდასხმად აღიქმება. ასეთი ადამიანები არგუმენტებს არასდროს ისმენენ, მაშინვე თავდაცვაზე გადადიან და თავს ესხმიან მათ, ვინც რაიმეზე შენიშვნას გამოხატავენ:
"შენც იმავენაირად იქცევი", "თავად გაქვს პრობლემები და მე მაბრალებ." - ხშირად მსგავსი სტილის ფრაზებს ამბობენ. ასეთ ადამიანებთან კომუნიკაცია განსაკუთრებით რთულია, რადგანაც შესაძლოა, ნებისმიერ დროს რაღაცამ გაანაწყენოთ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სინამდვილეში, პრობლემას დაბალი თვითშეფასება იწვევს. ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თავს ესხმიან, შეურაცხყოფას აყენებენ და შედეგად, თავს იცავენ. თუმცა, თავდაცვა გარედან მეორე ადამიანის მოსმენისა და დიალოგში ჩართვის უუნარობას ჰგავს.
"გვერდით მყოფი ადამიანი ცუდ ხასიათზე? სავარაუდოდ, ასე იმიტომაა, რომ თავი ცუდად მაგრძნობინოს", - ტოქსიკური ადამიანები მოვლენებს, დაახლოებით, ასე აღიქვამენ. მათ ხშირად გულწრფელად სჯერათ, რომ სხვების ყველა ემოციური რეაქცია მათკენაა მიმართული, მათ გასაღიზიანებლად აკეთებენ ამას... ეს დამოკიდებულება ადამიანების ნდობას აკარგვინებს. გამუდმებით ცდილობს, სხვების აზრები წაიკითხოს. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს თავიანთი ემოციების შესახებ გულწრფელად ჰკითხონ.

"შეხვედრაზე არ მიმიწვიეს - ეს ნიშნავს, რომ მალე გამათავისუფლებენ", "ჩემს შეტყობინებას მაშინვე არ უპასუხა - ჩვენი მეგობრობა დასრულდა" - ტოქსიკური ადამიანები მითების შექმნისკენ არიან მიდრეკილნი. ერთმა პატარა შეცდომამ, უზუსტობამ შესაძლოა, ტოქსიკური ადამიანის ისეთი განაწყენება გამოიწვიოს, რომ მან იმპულსურად ურთიერთობა დაასრულოს და იქამდე არსებული სიკეთე, მეგობრობა და მხარდაჭერა აღარ გაიხსენოს.
თუ მსგავსი თვისება გაქვთ, შეეცადეთ, კონკრეტულ ქმედებას უფრო რეალისტური ახსნა მოუძებნოთ. დაფიქრდეთ იმაზე, რომ შესაძლოა, ადამიანს მართლა არ სცალია, რაღაც მნიშვნელოვან აკეთებს, ტელეფონი ჩართულია, მაგრამ სხვას ესაუბრება და თქვენ ამის გამო ვერ გიბრუნებთ მალევე პასუხს და არა იმიტომ, რომ თქვენთან მეგობრობა აღარ სურს.
ტოქსიკურ ადამიანები სხვების წარმატებას ძნელად იღებენ. თითქოს, სხვების სიხარული მათში იმედგაცრუებას იწვევს და არა სიხარულს. იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ თავად რატომ ვერ მიიღეს ან ვერ დაიმსახურეს კონკრეტული შექება, წარმატება, აღიარება... ასეთ დროს მეგობრებს მეტოქეებად აღიქვამენ და ნებისმიერი ურთიერთობა შეჯიბრებად იქცევა.
თუ მათ შორის თქვენც ხართ, შეეცადეთ, სხვების სიხარული გულწრფელად გაიზიაროთ და საკუთარი ბედნიერებაც გაუზიაროთ სხვებს. ასე თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ და რაც მთავარია, გვერდით გეყოლებათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ, თქვენი ემოციების შესახებ თავისუფლად ესაუბროთ.

ტოქსიკურ ადამიანებს პირდაპირი კომუნიკაცია ხშირად ძალიან უჭირთ. ამიტომ, პასიურ აგრესიას მიმართავენ, მძიმედ სუნთქავენ, დუმილს ირჩევენ, ამბობენ: "კი, რა თქმა უნდა, დაისვენეთ, მე ვიმუშავებ ყველას ნაცვლად..." ასეთი ადამიანები იმედოვნებენ, რომ ყველა ყველაფერს თავისით მიხვდება და გაიგებს. კომუნიკაციის არაეფექტურობა კი იმედგაცრუებას იწვევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირდაპირ საუბარი ისწავლოთ. პირდაპირ გამოხატოთ, რა გსურთ და მცდარი მოლოდინები არ შეიქმნათ.
საკუთარ თავზე მუშაობით, ემოციების გააზრებით, აბსოლუტურად ყველა პრობლემის დაძლევა შესაძლებელია.