"მამამთილი რძალს შვილების თვალწინ სცემდა, ქალზე ფიზიკურად ძალადობდა ქმარიც, ასევე ემუქრებოდა მოკვლით" - ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის დეტალები - მშობლები

"მამამთილი რძალს შვილების თვალწინ სცემდა, ქალზე ფიზიკურად ძალადობდა ქმარიც, ასევე ემუქრებოდა მოკვლით" - ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის დეტალები

2025-11-21 13:58:58+04:00

ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ქმარსა და მამამთილს სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს. დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განაგრძეთ კითხვა