ნატალია ქუთათელაძის დაბადების დღე მეგობრების წრეში და მეუღლის მილოცვა (ვიდეო) - „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მარადიულო თანამებრძოლო...“ - მშობლები

ნატალია ქუთათელაძის დაბადების დღე მეგობრების წრეში და მეუღლის მილოცვა (ვიდეო) - „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მარადიულო თანამებრძოლო...“

2025-11-21 18:03:57+04:00

ეკა მამალაძის ქალიშვილს და ნანი ბრეგვაძის შვილიშვილს, მომღერალ ნატალია ქუთათელაძეს დაბადების დღე აქვს. ამ დღეს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ულოცავს. მათ შორის, რა თქმა უნდა, მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე.

587028689-18542280235021312-4208242994993378341-n-1763734362..jpg

ნატალიამ დაბადების დღე მეგობრების წრეში აღნიშნა, კლასიკურ ტორტზე დანთებული სანთლებით.

როგორც ცნობილია, ნატალიას და მის მეუღლეს ერთი ვაჟი ჰყავთ - 4 წლის სანდრო. აჩიკოს წინა ქორწინებაში ჰყავს ასევე სამი შვილი.

ნატალია ბებიის და დედის კვალს გაჰყვა, თუმცა კლასიკური მუსიკის განხრით მიიღო განათლება და საოპერო ჟანრში მღერის ძირითადად.

natalikooo-1-1763734361.jpgnatalikooo-2-1763734361.jpg

შვილიშვილის დედობაზე ნანი ბრეგვაძემ ერთხელ აღნიშნა ინტერვიუში, რომ ნატალია შესანიშნავი დედაა:

"ნატალიკო არაჩვეულებრივი დედაა, სასწაული! არავის არაფერს არ აკეთებინებს, თვითონ არის მთავარ როლში! ძიძა არ გვყავს, ან რაღა საჭიროა?! ეკა სულ გადაგებულია, ნატალიკოს მამიდა მარიკა, მართლაც გადარეული მამიდაა და ჯერჯერობით ძიძის გარეშე მშვენივრად გავდივართ. როდესაც ნატალიკოს გადაღება ან სცენაზე გასვლა აქვს, ეკა და ნატალიკოს მამიდა, მარიკა მიდიან და ბავშვის მოვლაში ძალიან ჩართულები არიან. მარიკა, საერთოდ, ძალიან ჩართულია ნატალიკოს ცხოვრებაშიდა ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან იქეთ მხარეს ბებია აღარ ჰყავს. ცნობილია რა სასწაული ქალბატონი იყო ლამარა (ტატულიას ეძახდა ყველა), 53-ე სკოლის დირექტორი იყო, არაჩვეულებრივი პიროვნება! მისი თვისებები მთლიანად გამოჰყვა მარიკას და ვფიქრობ, ნატალიკოსაც, რადგან ძალიან ორგანიზებული გოგოა! სულ უნდა, რომ ყველაფერი თვითონ აკეთოს... მე, მაგალითად, არ მეშინია, ცალკე რომ ცხოვრობენ და პატარა ბავშვი ჰყავთ. კიდევ ორი ძაღლიც ჰყავთ. ჩვენთან, საბედნიეროდ, ძალიან ახლოს არიან და ეს დიდი კომფორტია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სასწაული, გადასარევი მამაა ნატალიკოს მეუღლეც!"

natalikoo-3-1763734362.jpg136986458-401267954282562-1928121900998772917-n-1763734361.jpg

nani.jpgnatali-15-1755154089.jpg

ნატალია ქუთათელაძე მამის გარდაცვალების შესახებ წერს... - ვინ იყო მერაბ ქუთათელაძე და როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ის და ეკა მამალაძე