ბრიტნი სპირსი ლოს-ანჯელესში, Stonehouse Winery & Bar რესტორანს ეწვია. 43 წლის პოპვარსკვლავი პაპარაცებმა რესტორნის სადგომზე დააფიქსირეს, ხელში შამპანიურის ჭიქით. და ეს - ბოლო დროს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებების ფონზე.
მომღერალმა რესტორანი თანამშრომელთან ერთად დატოვა, რომელიც ნივთების მანქანამდე მიტანაში დაეხმარა. შემდეგ ბრიტნიმ მას სასმელი გადასცა და თავისი მერსედესით სახლში წავიდა.



ბრიტნის ფოტოებმა ონლაინ რეჟიმში ცხარე დებატები გამოიწვია. ზოგიერთმა მომხმარებელმა დაიცვა მომღერალი და პაპარაცებს სთხოვა, შეეშვან ამ "უბედურ ქალს". ზოგი კი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავს დახმარება სჭირდება. „ლოთის სახე აქვს“, „მას ხომ შეუძლია მძღოლი აიყვანოს. უნდა შეწყვიტოს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, სანამ ვინმეს მოკლავს“, „დაანებეთ თავი“, „ეს დასიებული სახე ალბათ, სტეროიდების ჭარბი მოხმარების ბრალია“, - წერენ მომხმარებლები.
ბრიტნიმ უკვე გააკეთა კომენტარი ფოტოებზე სოციალურ ქსელში. მან პაპარაცებს „წარმოუდგენლად ბოროტი“ ხალხი უწოდა და განაცხადა, რომ ისინი მუდმივად „მის ყველაზე ცუდ ფოტოებს“ ავრცელებენ. დასძინა, რომ „ვერსად დადის“ შევიწროების და დევნის გარეშე და სიტუაციას „ძალიან შეურაცხმყოფელი“ უწოდა.
გასულ თვეში ბრიტნი სპირსი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი რესტორნის წინ ნასვამი მდგომარეობაში შენიშნეს. მედიის ცნობით, ვარსკვლავი ნასვამი მართავდა მანქანას და კინაღამ მეგობარს დაეჯახა. ბრიტნიმაც და რესტორნის თანამშრომელმაც უარყვეს, რომ ის ნასვამი იყო. ინციდენტი და მომღერლის არასტაბილური მდგომარეობა დაკავშირებული იყო მისი ყოფილი ქმრის, კევინ ფედერლაინის წიგნის გამოცემასთან, რომელშიც მან მათი ქორწინების შესახებ მრავალი არასასიამოვნო დეტალი გაამხილა. მათ შორის იყო ბრალდებები, რომ სპირსმა ერთხელ კოკაინი გამოიყენა შვილის ძუძუთი კვებამდე, 11 წლის ბავშვთან ერთად ბანაობდა და შვილის საძინებლის კართან დანით ხელში იდგა.

ბრიტნი სპირსი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება, ბავშვობის მეგობარ ჯეისონ ალექსანდერთან, 55 საათს გაგრძელდა. 2004 წელს, მათი შეხვედრიდან ხუთი თვის შემდეგ, იგი მოცეკვავე კევინ ფედერლაინზე დაქორწინდა. ქორწინებიდან ორი ვაჟი, ჯეიდენი და შონი, ეყოლათ, რომლებიც 2007 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წყვილის განქორწინების შემდეგაც კი მამასთან დარჩნენ. 2008 წელს, ნერვული აშლილობის შემდეგ, რომლის დროსაც პაპარაცების წინაშე თავი გადაიპარსა, ბრიტნი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. შემდეგ ვარსკვლავი მამის მეურვეობის ქვეშ მოექცა, საიდანაც მხოლოდ 2021 წელს გაათავისუფლეს. ბრიტნის მესამე ქმარი სემ ასგარი იყო. ისინი რამდენიმე წელი ერთად იყვნენ და ორი წელი დაქორწინებული. ბოლო დროს მომღერალი ხვდებოდა კრიმინალური წარსულის მქონე მოსამსახურეს, პოლ რიჩარდ სოლიზს.


