გიორგი ყიფშიძე იუბილარია - როგორ მიულოცა უფროსმა შვილმა დაბადების დღე (ვიდეო) - მშობლები

გიორგი ყიფშიძე იუბილარია - როგორ მიულოცა უფროსმა შვილმა დაბადების დღე (ვიდეო)

2025-11-22 19:19:00+04:00

მსახიობი, მრავალშვილიანი მამა გიორგი ყიფშიძე დღეს იუბილარი - 48 წლის გახდა. დაბადების დღე უფროსმა ქალიშვილმა - ნატალიამ მიულოცა, მეგობრების და კოლეგების წრეში.

585016211-18554535871061591-6843370713829757883-n-1763824925..jpg

გიორგი კინომსახიობთა თეატრის დასის წევრია და ეს-ესაა მორიგ საპრემიერო წარმოდგენაშიც მიიღო მონაწილეობა - სპექტაკლში, რომელიც მარო მაყაშვილს ეძღვნება.

თეატრის გარდა, გიორგი წარმატებული კინომსახიობია. მრავალშვილიანი მამაა. უფროსი, ნატალია, მოდელ კრისტი ყიფშიძესთან ქორწინებიდან შეეძინა. კრისტისთან განქორწინების შემდეგ გიორგიმ კიდევ ორჯერ იქორწინა და ორჯერვე ისევ განქორწინდა. სამი ქორწინებიდან მსახიობს 4 შვილი ჰყავს.

480375683-18498414622061591-9007029729757144450-n-1763825321.jpg
გიორგი პირველ ცოლთან - კრისტისთან და ქალიშვილ ნატალიასთან ერთად

586044230-18554559094061591-4486736795330053442-n-1763825321..jpg

image-1-1703950875.png
გიორგი, ნატალია და ალექსანდრე ყიფშიძეები

2024-09-16-11-11-38-407478-1763825171.png
უმცროსი შვილები - ლუნა და კოსმო

ასევე ცნობილია, რომ მარტოხელა მამაა და მესამე ცოლთან - ენისთან დაშორების შემდეგ, თავად ზრდის უმცროს შვილებს - ლუნას და კოსმოს.

"დედაჩემი ვერ მეხმარება, ლოგინად არის ჩავარდნილი, მამაჩემი მატერიალურად და მორალურად მეხმარება, რადგან მსახიობს არ აქვს ის შემოსავალი, რომ ორი შვილი არჩინოს. გამორიცხულია. სერიალები რომ არ იყოს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დამტოვებელი, როგორც ასეთი, არ მყავს. ჩემი ყოფილი ცოლის ბებია ხანდახან მოდის ხოლმე და მეხმარება. ბავშვების დედა, ენი ახალგაზრდაა და უფრო კლუბური ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ ვერ გაიზარდა ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს. არაფერს ვაბრალებ. მოდით, არც მწვადს დავწვავ და არც შამფურს და არაფერს ვიტყვი…“, – აღნიშნა ბოლოდროინდელ ინტერვიუში.