მომღერალი ირმა სოხაძე სულ რამდენიმე დღეში 70 წლის ხდება. ცხოვრების ამ ეტაპზე და ასაკზე მან გულახდილად ისაუბრა ეკა ხოფერიასთან სტუმრობისას. ქალბატონი ირმას თქმით, არაფერი აქვს სახეზე გაკეთებული და უკვე აზარტითაც კი უყურებს ამ ყველაფერს. რაც შეეხება ასაკს, თუ როგორია 70 წელი, ასე პასუხობს:
- მე რომ მკითხო, ცუდი არაფერია. რაღაც შეხედულებების, მსოფლმხედელობრივი გადაფასებების თვალსაზრისით ძალიან კომფორტულად ვარ. ასე კომფორტულად არ ვყოფილვარ, 40 წლის რომ ვიყავი. გაცილებით მეტი შფოთვა მქონდა, მეტი შეჯახება საკუთარ თავთან, ბევრი რამ არ მომწონდა სამყაროშიც, ჩემს თავშიც, სულ ვომობდი, სულ ვიბრძოდი და რაღაცნაირი ვიყავი... 40 წლის რომ გავხდი, მეგონა ცხოვრება დამთავრდა და მქონდა საშინელი შოკი და მიუღებლობა, რა გავაკეთე, რა მოვასწარი?