როგორც ცნობილია, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ იპოვა ბიოლოგიური მშობლები. სამწუხაროდ, ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობის აწყობა არ გამოვიდა, თუმცა მამასთან და მამის მხრიდან და-ძმასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. სწორედ და, რუსო ხორავა ჰყავდა სტუმრად პოდკასტში და ჰკითხა, თუ რა რეაქცია ექნებოდათ მის მშობლებს, თამუნას არსებობის შესახებ მაშინვე რომ გაეგოთ.
რუსოს თქმით, მამას ისე უყვარდა ბავშვები, შვილზე უარს არ იტყოდა. ხოლო დედამისს რომ გაეგო ამ ბავშვის არსებობის შესახებ, შეიძლება ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი მიეყვანა სახლში და საკუთარ შვილებთან ერთად აღეზარდა.