ჰოლივუდი ის სამყაროა, რომელშიც ბავშვიც კი შეიძლება მილიონერი გახდეს. წარმოგიდგენთ ჰოლივუდის ყველაზე მდიდარ ბავშვებს, რომლებმაც თითოოროლა როლით მილიონები დააგროვეს.

დენიელ რედკლიფი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბავშვი გახდა. ის 11 წლის იყო, როდესაც ფილმში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიის ქვა“ გადაიღეს. პირველი ფილმიდან დაახლოებით 1 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო ბოლო სერიებიდან თითოეულზე უკვე 20 მილიონ დოლარს უხდიდნენ. მთლიანობაში „ჰარი პოტერის“ სერიებით, ანუ 11–21 წლის ასაკში, დაახლოებით 110 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სწორედ ამიტომ ითვლება ყველაზე მდიდარ ბავშვ მსახიობად ფილმების ისტორიაში.

კრისტენ სტიუარტიც ბავშვობიდან თამაშობდა, თუმცა მსოფლიო პოპულარობა მოუტანა „ბინდის“ სერიებმა მოუტანა, რომელშიც 17 წლის იყო. მისი ჰონორარები სწრაფად გაიზარდა და საბოლოოდ "ბინდით" მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 100 მილიონ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ფილმებში უკვე თითქმის სრულწლოვანი იყო, ფინანსურად ბავშვ ვარსკვლავთა კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

ჯეიდენ სმითი 8 წლის ასაკში გამოჩნდა ფილმში „ბედნიერების ძიებაში“, ხოლო 12 წლის ასაკში „კარატისტ ბიჭუნაში“ ითამაშა რომელიც მის ყველაზე წარმატებულ როლად ითვლება.

ამ ფილმებიდან, პლუს მუსიკალური და სარეკლამო აქტივობებიდან, ჯეიდენმა ბავშვობის ასაკში დაახლოებით 70–80 მილიონი დოლარი დააგროვა.

ემა უოტსონი 10 წლის იყო, როდესაც „ჰარი პოტერში“ ჰერმიონას როლზე დაამტკიცეს. სერიების რაოდენობასთან ერთად მისი ჰონორარები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბოლოოდ ბავშვობასა და მოზარდობაში დაახლოებით 70 მილიონ დოლარის შემოსავალი მიიღო. დამატებით სოლიდური ანაზღაურება ჰქონდა მოდის ბრენდებთან თანამშრომლობიდანაც.

მაკოლეი კალკინი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვი მსახიობია. 10 წლის ასაკში გამოჩნდა „მარტო სახლში“ (Home Alone), საიდანაც მიიღო დაახლოებით 100 000 დოლარი, თუმცა მეორე ფილმზე ჰონორარი გაიზარდა 4,5 მილიონ დოლარამდე. ბავშვობის ასაკში ჯამში გამოიმუშავა დაახლოებით 50 მილიონი დოლარი, რაც უზარმაზარი თანხა იყო 1990-იანი წლებისთვის.

ფრენკი მუნისი 14 წლის იყო, როდესაც სერიალი „მალკოლმი ცენტრში“ დაიწყო. სერიალის პოპულარობამ მისი ჰონორარები ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულიზდე აიყვანა ტელევიზიაში. მოზარდობის პერიოდში მისი შემოსავალი შეადგენდა დაახლოებით 40 მილიონ დოლარს.

დრიუ ბერიმორი მხოლოდ 7 წლის იყო, როდესაც გადაიღეს ფილმში „იტი“ (E.T.). ბავშვობის ასაკში მრავალ ფილმშიც ითამაშა და რეკლამაშიც. პატარა ასაკშივე მიაღწია ფინანსური წარმატებას და იმ დროისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოლარი დააგროვა,რამაც იმ ეპოქის ყველაზე მაღალანაზღაურებად ბავშვ მსახიობად აქცია.

ტყუპები სფროუსები ჯერ კიდევ 8 წლიდან გამოჩნდნენ ეკრანზე, მაგრამ ყველაზე დიდი ფინანსური წარმატება სერიალმა „ზეკი და ქოუდი“ მიუტანათ. ბავშვობის პერიოდში ათეულობით ეპიზოდში მონაწილეობით და Disney-ს კონტრაქტებით მათ რამდენიმე ათეული მილიონი დააგროვეს და საერთო ჯამში მიახლოებით 20–30 მილიონ დოლარს ფლობდნენ მოზარდობის ასაკში.

ჰეილი ჯოელ ოზმენტი 11 წლის იყო, როდესაც ფილმში „მეექვსე გრძნობა“ გადაიღეს. ფილმმა მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა და ჰონორარიც მაღალი ჰქონდა — ძირითადად ამ პროექტიდან მიიღო დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, თუმცა ის მაინც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბავშვ მსახიობად დარჩა.