"არ დახაროთ თვალები, შეინარჩუნეთ ღირსება... არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს..." - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე - მშობლები

"არ დახაროთ თვალები, შეინარჩუნეთ ღირსება... არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს..." - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

2025-11-23 23:06:23+04:00

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის - ჯორჯინა უსკატეგის დაშორების შესახებ მსოფლიო მედია წერს. ერთი შეხედვით იდეალური წყვილი, მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდა. დასავლური სპორტული მედიის ცნობით, ოფიციალურ განქორწინებაზე და ქონების ნახევრის მოთხოვნაზეც მიდგა უკვე საქმე, ჯორჯინას მხრიდან. თუმცა საჯარო კომენტარს ჯერჯერობით არც ერთი აკეთებს. სოციალურ ქსელში კი ორივემ წაშალა ერთობლივი ფოტოები და ჯორჯინა თითქმის ყოველ მეორე პოსტს ორაზროვან ტექსტებს ურთავს, რომლებსაც შემდეგ ხშირად უკავშირებენ ხოლმე მის პირად ცხოვრებას.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ქალიშვილთან - 1 წლის ჯორჯინასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტოები და დაწერა:

"დედის ჭეშმარიტი სუპერძალა იმაში არაა, რომ მზად დახვდეს ყველა საფრთხეს, არამედ იმაში, რომ შექმნა სამყარო, რომელშიც შენი ქალიშვილი შეძლებს აღიზარდოს მამაც, თვისუფალ და უშიშარ ადამიანა. ჩემო პატარა ჯორჯინა, არაფერია ამქვეყნად, რაც შენზე მეტად მეყვარება. აღფრთოვანებული ვადევნებ თვალს, როგორ ხდები პიროვნება, შენი საკუთარი ცხოვრებით, ფიქრებით და თავდაჯერებით. ჩემი მისიაა მოგცე შესაძლებლობა, იქცე მთლიანობის ძლიერ მაგალითად და მოგცე მიმართულება, იარო შენი მიზნებისკენ, რომ ბედნიერი იყო".

contigo-sueno-con-los-1763926643.jpg

დღეს კი მის პოსტს შემდეგი მინაწერი აქვს:

"შეინარჩუნეთ ძლიერი ხმა, არ დახაროთ თვალები, შეინარჩუნეთ ღირსება, ფასეულობები, რომლებიც ღირებული ცოდნისგან ჩნდება, და აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს".

the-ultimate-weapon-is-to-flourish-and-prospe-1763926643.jpgback-to-essence-1763926643.jpg

წყვილი ერთმანეთს 7-8 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა მათი ოფიციალური ქორწინება, რომელიც მხოლოდ გასულ წელს შედგა, დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა.

124360976-1763926589.webp01jb5nbzq4ap83x8am53-1763926589.webp