ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორისა და ინფლუენსერის,თიკო ყაველაშვილისადა ქართველ-ინდოელი ომარ ამანზის გრანდიოზულ ქორწილს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი პატარძლის თამამი, დეკოლტირებული საქორწილო კაბა გახდა.
თიკომ კრიტიკოსებს თავადვე უპასუხა, თუმცა ამჯერად, რძლის ჩაცმულობასა და ოჯახურ ამბებზე მისი დედამთილი, ნათელა საჯაია ჟურნალ„სარკესთან“ვრცლად საუბრობს. ნათელა საჯაია, რომელიც წლებია ინდოეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ კაბის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა და რძალს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა!"
"პატარძლობა და ქორწილი ის დღეა, როდესაც ქალი ბედნიერებით უნდა ბრწყინავდეს და ისეთ კაბა ეცვას, როგორიც უნდა. დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა! ჩემი ქმრის ნათესავებს არაფერი უთქვამთ ამ კაბაზე. ყველას მოეწონა ქორწილის სურათებიც. უკვე იციან, თიკო ვინ არის და ისეთი ლამაზი ფოტოები უდევს საცურაო კოსტიუმებში… გამომწვევია, მაგრამ საოცარი!
არავის ულაპარაკია ინდოეთში თიკოს ჩაცმულობაზე. შეიძლება თავს იკავებენ და, თუ ასეა, ესეც მსიამოვნებს, რადგან არ გამოფინეს თავიანთი ნეგატივი ისე, როგორც საქართველოში. თიკოს ვესაუბრე ქართველების კომენტარებზე და ვურჩიე, აგრესიულად არავის უპასუხოს. მე კი მომეწონა ის კაბა და ისიც, შუა ქორწილის დროს რომ გამოიცვალა ჩვენმა პატარძალმა. იმ კაბის მკერდს მე და თიკო მთელი ღამე ვქარგავდით“.
"ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა თიკო, გადაწყვიტა, მაშინვე ქორწილი გაემართა მათთვის"
"ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა თიკო, გადაწყვიტა, მაშინვე ქორწილი გაემართა მათთვის. ჩვენს შვილს უთხრა, რადგან ასე ჩამოიყვანე, აქედან, როგორც ცოლ-ქმარი, ისე წახვალთო. მართლაც გადაუხადეს რიტუალური ქორწილი. ძალიან ახლო ნათესავებს დაუძახეს. მოუხატეს ხელები, ჩააცვეს ინდური ნაციონალური სამოსი და ლოცვაც წაუკითხეს. ასე რომ, ინდური ტრადიციული ქორწინების საბუთიც აქვთ. განაგრძეთ კითხვა