ინდოელი მილიარდერის ქალიშვილის გრანდიოზული, სამდღიანი ქორწილი, რომელსაც ჯენიფერ ლოპესი, ჯასტინ ბიბერი, დონალდ ტრამპის ვაჟი და სხვა არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო - მშობლები

ინდოელი მილიარდერის ქალიშვილის გრანდიოზული, სამდღიანი ქორწილი, რომელსაც ჯენიფერ ლოპესი, ჯასტინ ბიბერი, დონალდ ტრამპის ვაჟი და სხვა არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო

2025-11-24 11:33:52+04:00

ინდოეთში სამი დღის განმავლობაში ფარმაცევტული კომპანიის, Ingenus Pharmaceuticals-ის აღმასრულებელი დირექტორის, რამა რაჯუ მანტენას ქალიშვილის, ნეტრა მანტენას ქორწილს აღნიშნავდნენ. ის ტექნოლოგიურ მეწარმეზე, ვამსი გადირაჯუზე დაქორწინდა.

2-1763969729.2.jpg

3-1763969750.3.jpg

ზეიმი ინდოეთის ქალაქ უდაიპურში, სხვადასხვა ადგილას და ყველა ტრადიციის დაცვით გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა მეჰენდის ღამესაც - ტრადიციულ წინასაქორწილო რიტუალს. ბუნებრივია, ყველა დღეს თან ახლდა მუსიკა, ცეკვა და აკრობატული წარმოდგენებიც კი: სტუმრებისთვის ადგილობრივი ვარსკვლავები და Cirque du Soleil-ი გამოდიოდნენ.

5-1763969774.5.jpg

23 ნოემბერს ზეიმის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან დღე იყო. როგორც მედიაში წერენ, წყვილის ქორწილს ჯენიფერ ლოპესი და ჯასტინ ბიბერიც დაესწრნენ და თავიანთი ჰიტები შეასრულეს. ქორწილის ორგანიზატორებმა ჯენიფერ ლოპესის ფოტოც გამოაქვეყნეს. მომღერალი ტრადიციულ სარიშია გამოწყობილი.

6-1763969792.6.jpg

7-1763969806.7.jpg

9-1763969826.9.jpg

ინდოეთში მილიარდერის ქალიშვილის ქორწილზე არაერთი ცნობილი სტუმარი იყო მიწვეული. მაგალითად, წვეულებაზე დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ უმცროსი, თავის შეყვარებულთან, ბეტინა ანდერსონთან ერთად ჩავიდა.

11-1763969841.1.jpg

10-1763969856.1.jpg

12-1763969867.1.jpg

15-1763970176.1.jpg

16-1763970187.1.jpg

17-1763970198.1.jpg

17e2163g-udaipur-wedding-625x300-22-november-25-1763977752.webp

original-2-1763977752.webp

სხვათა შორის, ნეტრას რჩეული სილიკონის ველის ტექნოლოგიური პლატფორმის, Superorder-ის, დამფუძნებელია. 2024 წელს ის Forbes-ის „30 Under 30“ სიაში (30 წლამდე ასაკის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდების ყოველწლიური რეიტინგი) შეიყვანეს.

ინდოეთში თიკოს ჩაცმულობაზე არავის ულაპარაკია... დეკოლტე, მართალია, ღია იყო, მაგრამ მას ასე უნდოდა! - რას ამბობს დედამთილი რძლის კაბის სკანდალსა და ინდურ ოჯახზე