"ქორწინების გარეშე გავაჩინე ბავშვი... მამაჩემმა სანადირო თოფი თავზე მიადო... რომ არა ჩემი ძმა, არ ვიცი, რა მოხდებოდა... გამოვიქეცი..." - თამუნა მუსერიძე უმძიმეს ამბავს ყვება - მშობლები

"ქორწინების გარეშე გავაჩინე ბავშვი... მამაჩემმა სანადირო თოფი თავზე მიადო... რომ არა ჩემი ძმა, არ ვიცი, რა მოხდებოდა... გამოვიქეცი..." - თამუნა მუსერიძე უმძიმეს ამბავს ყვება

2025-11-24 11:59:52+04:00

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ეკა ჩხეიძეს სტუმრობდა გადაცემაში და ყველაზე მძიმე ამბავზე საუბრისას, რაც ჯგუფის "ვეძებ" შექმნის დღიდან მოუსმენია, ერთ-ერთი ამბავი - დედის წერილი დაკარგულ შვილს, თავად ეკას წააკითხა და შემდეგ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ იპოვა დედამ იძულებით გაშვილებული ბავშვი, თუმცა....

- "სვანი ვარ... "ქორწინების გარეშე გავაჩინე ბავშვი... მამაჩემმა სანადირო თოფი თავზე მიადო... რომ არა ჩემი ძმა, არ ვიცი, რა მოხდებოდა... გამოვიქეცი... მითხრეს, ნაბიჭვარი არ გვჭირდებაო... მიპოვეს და თმით მითრიეს, მცემეს, მამიდამ გადამარჩინა... მეც მივლიდა და შენც, დედიკო... გადაგვმალა, მაგრამ მაინც გვიპოვეს და მაინც გაგვამწარეს... შენ თბილისის ბავშვთა სახლში ჩაგაბარე 1998 წლის 17 ოქტომბერს... სიკვდილი გამოვიარე... ვიდექი იმ დაწყევლილ ადგილას და უნდა მიმეტოვებინე, მაშინ, როცა შენ ტიტინებდი, ყველაფერი გაინტერესებდა და გიყვარდი..."

დედაჩემს რომ შენზე გაეგო, სახლში მოგიყვანდა... ჩვენთან გაიზრდებოდი და ვერც იგრძნობდი, რომ მისი შვილი არ იყავი... - თამუნა მუსერიძის უფროსი და რუსო ხორავა