ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:
- არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ. არ შეიძლება, პლასტმასის ჭურჭელი ვაკადროთ ღვინოს. არ შეიძლება, აჯიკა, ტყემალი, ძმარი პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ. არ შეიძლება, მომინანქრებული, ე.წ. ემალირებული ჭურჭელი გამოვიყენოთ მას შემდეგ, რაც დაზიანების უბანს აღმოვაჩინეთ. არ არის მიზანშეწონილი მაღალტექნოლოგიური ყველა პროდუქტის გამოყენება მით უფრო, რომ მათ შესახებ სოციალურ ქსელებში თქვენ ჩემზე ხშირად კითხულობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს.
მაგალითად, ხის, მინის, კერამიკისა და თიხის ჯამი ერთმანეთს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ხის მასალა ძალიან სასარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება. მათ შორის, საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ, ხორც-პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება, მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის მიკროორგანიზმი, მიკრობი დარჩეს ამ მასალაში დარჩეს და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს.
მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია, ყველანაირი ცხიმი შევინახოთ ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ხელთ მაქვს? - არა.
ცხიმი არ შეიძლება გამჭვირვალე ჭურჭელში შევინახოთ, რადგან მასში არსებული, მაგალითად, A ვიტამინი დაიშლება და ის სიკეთე, რაც ამ პროდუქტისგან უნდა მივიღოთ, მხოლოდ არასწორად შერჩეული ჭურჭლის გამო დაგვეკარგება. კარაქი და ზეთი სასურველია, მინის დაბურულ, მუქი ფერის ჭურჭელში შევინახოთ, რომელიც გამჭვირვალე არ არის.