როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე ასტროლოგის რჩევით, რომ ახალი წელი იღბლიანი იყოს - მშობლები

როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე ასტროლოგის რჩევით, რომ ახალი წელი იღბლიანი იყოს

2025-11-24 15:41:48+04:00

2026 ცხენის წელია - ენერგიული, ძლიერი და თავისუფლებისმოყვარე ტოტემური ზოდიაქოს ნიშნის. ჭკვიანად შერჩეული ფერები და დეკორი ამ წლის ენერგიას კიდევ უფრო ჰარმონიულს და იღბლიანს გახდის.

ცეცხლის სტიქიის ცხენის წელი ნიშნავს, რომ თამამმა ფერებმა შეიძლება ხელი შეგვიწყოს წარმატებაში, ხოლო მშვიდმა ტონებმა - შინაგან ჰარმონიაში. ამიტომ, ნაძვის ხის დეკორაცია ერთგვარი ენერგიის გამტარია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს, გააძლიეროს ან დააბალანსოს ის.

რომელი ფერები მოგვიტანს იღბალს 2026 წელს - ასტროლოგების რჩევები

წითელი და ოქროსფერი – ენერგია, გამბედაობა და კარგი შემოსავალი

582270924-1157230246623303-7589348050115374194-n-1763984816.jpg

წითელი - ცეცხლის სტიქიის მთავარი ფერია და ცხენის წელში ყველაზე ძლიერად მუშაობს.

582436753-1145786374430197-3702076792349551842-n-1763984817.png

წითელი დეკორი მოგიტანთ აქტიურ წელს, შემოსავალს, მოტივაციას და წარმატებას. იდეალურია მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლა სურს.

582568049-1116509600334665-4129136004429113180-n-1763984818.png

შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი გირლანდები, სათამაშოები და დიდი დისკოს ბურთულები. ნაძვის ხე რომ არ გადაიტვირთოს, შეუხამეთ წითელი სათამაშოები ოქროსფერს. ოქროსფერი 2026 წელს განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებს. ბევრი ოქროსფერი ბურთულა, ციმციმა, ვარსკვლავები. შობის ყვავილები ოქროსფერ აქცენტში, ფინანსური ზრდის პირდაპირი სიმბოლოა.

ვარდისფერი – სიყვარულის, სინაზისა და ჰარმონიის ენერგია

582426567-1115952623944336-2078078544726875349-n-1763984817.png

ვარდისფერი 2026 წელში სიყვარულის ენერგეტიკას გააძლიერებს.

582216470-1114608170537527-2744999702925973927-n-1763984816.png

გამოიყენეთ ნაზი ვარდისფერი ბურთულები, ბაფთები, ბრჭყვიალები და სათამაშოები.

585244235-849330257543500-2065897571194333226-n-1763984819.png

ოჯახური ურთიერთობების გასაძლიერებლად ხეზე დაკიდეთ ვარდისფერი გულები ან პატარა ანგელოზები. ვარდისფერ ფერებში ნაძვის ხის მორთვა კარგია ახალი სიყვარულის მოსაზიდადაც.

თეთრი – სისუფთავე, ახალი დასაწყისი და სტაბილურობის ენერგია

588317978-873547825351426-3777551300869559790-n-1763984819.png

თეთრი ასოცირდება განახლებასთან და ახალი წლის „სუფთა ფურცელთან“. გამოიყენეთ თეთრი სათამაშოები, ფიფქები, ნათურა-გირლანდები; ნაძვის ხესთან ერთი დიდი თეთრი ფიგურა დადგით, მაგალითად, ირემი - ის სწორი გზისკენ მიმართულების სიმბოლოა.

თეთრი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ცვლილებები, ბალანსის პოვნა და სტაბილურობა სურს.

583329432-4312850732269963-8305883115682698405-n-1763984819.jpg

როგორ შეუხამოთ ფერები?

ასტროლოგები გვირჩევენ სამი ტონის შერწყმას:

მწვანე + ოქროსფერი + წითელი: ფული, კარიერა, ენერგია წარმატება;

ვარდისფერი + თეთრი + ვერცხლისფერი: სიყვარული, ჰარმონია, ოჯახური კეთილდღეობა;

სად შევიძინოთ ეს ყველაფერი?

„ბიბლუსის“ ფილიალებში უკვე დაგხვდებათ:

  • უზარმაზარი დისკო ბურთები (წითელი/ოქროსფერი/ვერცხლისფერი);
  • მასიური კანფეტები - სხვადასხვა ფერის;
  • მუსიკალური ნოტები და დეკორები;
  • ვარდისფერი და მწვანე დეკორატიული ტელეფონები;
  • ფერადი, მასიური ფეხსაცმელები პლატფორმაზე;
  • დეკორატიული ფიგურები: სანტა, ირემი, თოვლის კაცი და სხვ.
  • ტკბილეულის ფორმის ბალიშები;
  • გიგანტური ვარსკვლავები, ბროლები, გლითერით დაფარული ორნამენტები და სხვ;

ეს არის არჩევანი მათთვის, ვისაც სურს არა უბრალოდ ნაძვის ხე, არამედ ნამდვილი ემოცია და შოუ.

საახალწლო პროდუქცია ასევე შეგიძლიათ შეიძინოთონლაინ.

R