როგორ უნდა მიიტანოს მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე? - "ბავშვებში სუნთქვის სიხშირის დათვლა, პირველ რიგში, ფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი ნიშანია..." - მშობლები

როგორ უნდა მიიტანოს მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე? - "ბავშვებში სუნთქვის სიხშირის დათვლა, პირველ რიგში, ფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი ნიშანია..."

2025-11-25 10:09:22+04:00

პედიატრი, თსსუ პროფესორი, ივანე ჩხაიძე, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" განმარტავს, როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე მიიტანოს:

- ბავშვებში სუნთქვის სიხშირის დათვლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პირველ რიგში, ფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი და სპეციფიკური ნიშანია. წნევის, ტემპერატურის გაზომვა ძალიან კარგად ვიცით. ბოლო პერიოდში, სატურაციის გაზომვა ძალიან კარგად ვისწავლეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვის შეფასების არსენალში კიდევ ერთი ნიშანი დაემატება - ვნახოთ, დავთვალოთ, რამდენჯერ სუნთქავს ჩვენი შვილი. 1 წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი ექიმისთვის იდეალური მიმანიშნებელი იქნება იმისა, აქვს თუ არა ბავშვს სავარაუდოდ ფილტვების ანთება. ეს ასაკზეა დამოკიდებული და ამიტომ, ციფრებზე არ გავჩერდები, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა აქვს, დათვალეთ და ექიმს უთხარით. ეს ციფრი მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ტემპერატურის მატება ან თუნდაც ხველის ხანგრძლივობა.