ჰოლივუდის ყოფილი ვარსკვლავი ამანდა ბაინსი, რომელმაც ინდუსტრია სკანდალებისა და დამოკიდებულებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დატოვა, მორიგ სკანდალს გამოეხმაურა. ცნობილია, რომ ამანდამ ერთხელ აღნიშნა, თავს დატეხილ ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, როგორ გაიკეთა 13 წლის ასაკში აბორტი. თუმცა მაშინ მამაკაცის ვინაობა არ დაუსახელებია.
ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ამანდა, სავარაუდოდ, 20 წლით უფროს პროდიუსერ შნაიდერთან სექსუალურ ურთიერთობაზე საუბრობს. ვიდეოში ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ 13 წლის ასაკში პროდიუსერ დენ შნაიდერისგან დაორსულდა და აბორტი გაიკეთა. ვიდეოში ასევე შედიოდა სხვა შოუს ფრაგმენტი, სადაც ახალგაზრდა მსახიობი პროდიუსერთან ერთად აბაზანაშია.

ახლა მსახიობმა განაცხადა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა და სრულიად ყალბია. „ეს მე არ ვარ! ეს ყველაფერი ტყუილია კლიკ-ბეიტისთვის“, - განუცხადა 39 წლის ამანდამ ერთ-ერთ ტელეარხს.
გასულ წელს საბავშვო კინოკომპანია Nickelodeon-ის რამდენიმე ყოფილმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ შნაიდერს ტოქსიკური გარემო ჰქონდა და ხშირად ამცირებდა მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს თავის პროექტებში. თავად პროდიუსერმა უარყო ბრალდებები, მაგრამ აღიარა, რომ ბევრს მოუხდიდა ბოდიშს თავისი „სამარცხვინო“ წარსულის გამო. Nickelodeon-მა შნაიდერთან პარტნიორობა 2018 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა არასრულწლოვან მსახიობებთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა. პროდიუსერმა 7 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო.
რაც შეეხება ამანდას, მისი ეკრანული დებიუტი 1996 წელს შედგა ტელესერიალ „Stuff“-ში.მერე თავისი შოუ ჰქონდა Nickelodeon-ზე და არაერთ გახმაურებულ ფილმში ითამაშა. ლინდსი ლოჰანთან, დებ ოლსენებთაან და ჰილარი დაფთან ერთად იმ დროის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.


ფაქტია, რომ გოგონამ წარმატების პიკზე მიატოვა შოუბიზნესი, წლები იყო მშობლების მეურვეობის ქვეშ და სრულიად შეიცვალა ცხოვრების სტილი. დაამთავრა მოდის და დიზაიანის ინსტიტუტი, მანიკიურის კურსები. ახლაც ძირითადად მანიკიურს აკეთებს და სოციალურ ქსელში აქვს თავისი გვერდი, სადაც ინფლუენსერობას ცდილობს.

წელს მან OnlyFans-ის ანგარიში გახსნა და სამსახურს ხშირად ეძებს. თუმცა, ყველაზე ხშირი ონლაინ დისკუსია არა მის სამსახურს, არამედ მის გარეგნობას ეხება. გულშემატკივრები შოკირებულები იყვნენ, როდესაც დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად დაინახეს.
