ვის შეუძლია საქართველოში, ბავშვზე ზრუნვისა და შინმოვლის პროგრამით უფასოდ ისარგებლოს - დეტალები - მშობლები

ვის შეუძლია საქართველოში, ბავშვზე ზრუნვისა და შინმოვლის პროგრამით უფასოდ ისარგებლოს - დეტალები

2025-11-25 11:37:52+04:00

საქართველოში სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა არსებობს, რომელიც გასულ წელს N495 დადგენილებით განისაზღვრა.

ბინაზე მოვლის პროგრამით 7-დან 18 წლამდე რთული ქცევის მქონე ბავშვები სარგებლობენ.

განცხადების დასაწერად ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და 100 დაგჭირდებათ. საბუთები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უნდა ჩააბაროთ.

როდესაც ვაუჩერს მიიღებთ, პროვაიდერების ჩამონათვალსაც გადმოგცემენ. შემდეგ პროვაიდერს თავად უნდა მიაკითხოთ და ადგილი მოიძიოთ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, პროგრამა თბილისში, ბორჯომში, საგარეჯოში, თელავში, ზუგდიდსა და მარნეულში მოქმედებს.

მას შემდეგ, რაც მშობელი განცხადებას დაწერს, ბავშვი მულტიგუნდის შეფასებას გადის, შეფასებიდან გამომდინარე, მას ქულები ენიჭება და ქულებით განისაზღვრება, ასისტენტის მომსახურება კვირაში რამდენი დღე და რამდენი საათი დასჭირდება. ასისტენტი არასრულწლოვანს ფუნქციური უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. გარდა ამისა, შესაძლოა, მშობელს შვილის სკოლასა და ცენტრში წაყვანასა და უკან წამოყვანაში დაეხმაროს. ბავშვის შეფასება კი ინდივიდუალურად ხდება. პროგრამით სარგებლობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოთ ცხელ ხაზზე: 15 05

თამარ იაკობაშვილი

აქვს თუ არა მოსწავლეს უფლება, სკოლაში ონლაინსწავლება აირჩიოს და რამდენი გაცდენის შემთხვევაში შეუჩერდება სტატუსი?