ბოლო თვეებია, UFC-ის ქართველი ჩემპიონის,ილია თოფურიასპირადი ცხოვრება მის სპორტულ მიღწევებთან ერთად ესპანელი თუ ქართველის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ილიასა და ჯორჯინას წყვილი, რომელიც რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად და თანაცხოვრების დეტალებს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ, მოულოდნელად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კომენტარი არცერთს გაუკეთებია, მათი სოციალური აქტივობა, წაშლილი ფოტოები და გამოწერების გაუქმება დაშორების უტყუარ ნიშნად იქცა.
საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ სრულ დუმილს ინარჩუნებს ილია თოფურია. ჩემპიონი არ პასუხობს ჭორებს და მთელ ყურადღებას კარიერაზე ამახვილებს. ის ახლა ტიტულის დაცვისთვის ემზადება. თუმცა, ერთ-ერთი ბოლო პოსტით მან საზოგადოებას თავისი ყველაზე დიდი ემოციური ტკივილი გაუზიარა.
ილიამ Instagram-ის "სთორიზე“ ქალიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "I miss you everyday my little girl" ("ყოველდღე მენატრები, ჩემო პატარა გოგონა"). ეს აღიარება, საზოგადოებამ მისი პირადი ბრძოლის ნაწილად აღიქვა - "ჩემპიონი, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ დარტყმას ოქტაგონზე, უძლურია შვილთან განშორების წინაშე", - წერს ესპანური მედია. ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი მომენტთაგანი, როცა "ელ მატადორმა“ საზოგადოებას საშუალება მისცა, დაენახა არა მხოლოდ მებრძოლი, არამედ მამა, რომელსაც რთულ პირად პრობლემებთან უწევს გამკლავება..
ილიასგან განსხვავებით, ვენესუელელი ბიზნესვუმენი,ჯორჯინა უზკატეგუი,სოციალურ ქსელში უფრო აქტიურია და მინიშნებებით სავსე მესიჯებს აზიარებს. მისი ბოლო პოსტი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ესპანელი მომღერლის, როსალიას სიმღერა 'La Perla'-ს ფრაგმენტი იყო, რომელსაც წააწერა:
"მე არ დავხრი თავს, რადგან ვიცი ჩემი ფასი და აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლეში. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს".
ჯორჯინამ სიმღერიდან სწორედ ის ნაწილი შეარჩია, რომელშიც მომღერალი ყოფილ პარტნიორზე მღერის: "არ მენანები, რადგან ვინც შენთან რჩება, ის ემოციურად იცლება... შენ კი დანაშაულს არასდროს აღიარებ და იტყვი, რომ ეს შენი ორეული იყო". განაგრძეთ კითხვა