არაჩვეულებრივი ბათუმელი ძაღლი კუპატა ახლა უკვე ლიტერატურული პერსონაჟია. გიორგი კეკელიძემ ყველასთვის საყვარელი გმირი გააცოცხლა ზღაპრებში, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს, ყველასთვისაა, ასაკის მიუხედავად.
კუპატას თავგადასავალიარის ჭკვიანი, მამაცი და კეთილი ძაღლის შესახებ, რომელსაც თავის მეგობრებთან ერთად უჩვეულო და საინტერესო ამბები გადახდება. მხატვარ სალომე ხოტივარის ილუსტრაციები კი კუპატას ისტორიების კითხვას კიდევ უფრო სასიამოვნოს და ემოციურს ხდის.
როგორ გაცოცხლდა კუპატა წიგნის ფურცლებზე და რა გამოცდილება იყო მასზე მუშაობა, თავად ავტორი, გიორგი კეკელიძე გვიამბობს:

ზუსტად ათი წლის გამოვიდა ჩემი „თომას ზღაპრები“, რომელიც დღემდე ბესტსელერია და სასკოლო სახელმძღვანელოში მეორე-მესამე კლასი სწავლობს. სწორედ ამ ზღაპრების დამსახურებაა, რომ დღეს სკოლაში პატარებს ვასწავლი და საბოლოოდ, ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ ლეგენდარულ კუპატასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა მე შემომთავაზეს ამ ზღაპრის დაწერა. ისტორია, რომლითაც კუპატა ცნობილი გახდა - ზებრა-გადასასვლელი და ბავშვები - ცხადია ტექსტში მოხვდა, თუმცა დანარჩენი ისტორიები გამოგონილია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - განცდილის და ნანახის ნაზავი გახლავთ.წიგნი მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი, უფროსებისთვისაც განვიზრახე და მგონი გამოვიდა.

მიზანი კი ის იყო, რასაც წინასიტყვაობაში ვწერ: „ადამიანი არის პასუხისმგებლობა - მეტი არაფერი. პასუხისმგებლობა კიდევ იქ იწყება, სადაც სიმშვიდე მთავრდება. ამიტომაც, პასუხისმგებლობა კარგად ყოფნა ვერ იქნება. პასუხისმგებლობა არის შეწუხება. აუცილებელი შეწუხება. და კიდევ - ადამიანი არის მცდელობა, იყოს კუნძული - კუნძული უსამართლობის ოკეანეში. ტალღები ისეთია ამ ოკეანის, ეგ კუნძული ჩაიძირება ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ არის, მასზე ასეთ ცუგებსაც შეუძლიათ იცხოვრონ.
კი, ადამიანი მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებს. მაგრამ გაასწორებს საკუთარ თავს ამ წუთისოფელში და ესეც კმარა. ეს წიგნიც ამ ამბავზეა. სხვა არაფერზე."
საბავშვო ნაწარმოების წერა ურთულესი ამბავია. ერთი მხრივ, საკუთარი თავი უნდა დააბრუნოს ბავშვობაში და მეორე, მხრივ, თანამედროვე ბავშვი უნდა იცოდე.
პირველი ამოცანა ეს იყო. მეორე - ცხადია, პერსონაჟის გამოძერწვა, რადგან ცნობილ მოვლენაზე ისე წერა, რომ ის საკუთარი გახადო - არანაკლებ რთული ამბავია.
მგონია, რომ საკუთარი კუპატა შევქმენი. იმედი მაქვს.
ასეთი წიგნი ბევრია და ეს გამოცდილება დამეხმარა.
ვფიქრობ, რომ ტექსტი პერსონაჟს ყველაზე მყარად ინახავს. ფურცელს განდობილი ამბავი მეხსიერებაში ბევრად ღრმად ილექება. ვნახოთ, გაუმართლა თუ არა კუპატას, რომ მე ვარ მასზე წიგნის ავტორი - აი, მე კი ნამდვილად გამიმართლა, რომ ეს შესანიშნავი ძაღლი ჩემი წიგნის მთავარი გმირი გახდა.
საოცარი და ამისთვის მადლიერი ვარ. წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ყოველდღე მწერენ სხვადასხვა ქალაქის და სოფლის სკოლებიდან და ეს ყველაზე მეტად მახარებს. თუმცა მთავარი მოგზაურობა, ვფიქრობ, წინ არის.

ტექსტის ფორმით არ ვიცი. რაც ვიცი: მალე გამოვა ინგლისური თარგმანი. იგეგმება კომიქსი, ფაზლის და სათამაშოს შექმნა - ასევე სპექტაკლი. დრო გვიჩვენებს დანარჩენს.
R