16 წლის მარიამ კოხრეიძეს მთელი საქართველო იცნობს და გულშემატკივრობს. გოგონა მრავალშვილიანი ოჯახიდან დანტესის სახელით ცნობილმა ქველმოქმედმა - დავით ოქროპილაშვილმა გააცნო საზოგადოებას და მედიკოს მედეა იობაშვილთან ერთად წამოიწყო მოძრაობა მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საზოგადოების დახმარებით, თანხა შეგროვდა, მარიამი თურქეთში წაიყვანეს და იქორი ურთულესი ოპერაცია ჩატარდა - „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება. თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას.

ოპერაციიდან 8 თვის შემდეგ დანტესი მარიამს სახლში ესტუმრა მისი ამჟამინდელი მდგომარეობის სანახავად და იმ სახლის, რომელიც ასევე ქველმოქმედების შედეგად აქვს მრავალშვილიან ოჯახს.