რომელ დღეებში და როგორ ჯობს ნაძვის ხის მორთვა, რომ სახლში კეთილდღეობა და ფინანსური წარმატება მოიზიდოთ - ნუმეროლოგები კონკრეტულ თარიღებს ასახელებენ - მშობლები

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა და როგორ ჯობს მორთვა, რომ სახლში კეთილდღეობა და ფინანსური წარმატება მოიზიდოთ - ნუმეროლოგები კონკრეტულ თარიღებს ასახელებენ

2025-11-26 11:48:45+04:00

წარმატება და ფინანსური რესურსები მოიზიდოთ, ნუმეროლოგები გვირჩევენ, ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ნაძვის ხე, აღნიშნულ თარიღებში მოვრთოთ

ახალი წელი ბევრი ადამიანის საყვარელი დღესასწაულია. იქამდე კი ნაძვის ხე და სხვადასხვა თემატური დეკორაცია განსაკუთრებულ განწყობას გვიქმნის.

თუ ნაძვის ხისთვის დეკორაციებს უკვე ეძებთ და სახლში ადგილს არჩევთ, მნიშვნელოვანია თარიღებიც გაითვალისწინოთ. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, იმას, თუ კონკრეტულად რომელ დღეს მორთავთ ნაძვის ხეს, იმაზე დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე შეიძლება, ვიფიქროთ.

იმისათვის, რომ 2026 წელს კეთილდღეობა, წარმატება და ფინანსური რესურსები მოიზიდოთ, ნუმეროლოგები გვირჩევენ, ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ნაძვის ხე, აღნიშნულ თარიღებში მოვრთოთ:

როდის დავდგათ ნაძვის ხე 2025 წლის ნოემბერში?

nazvis-xe-6-1764143726.jpg

შესაძლოა, ნოემბერი ნაძვის ხის აწყობისთვის ძალიან ადრე მოგეჩვენოთ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს პროცესი იმდენად უყვართ, რომ სწორედ ნოემბერში იწყებენ მზადებას.

როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, 26, 28 და 29 ნოემბერს ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღეებია, როდესაც შეგიძლიათ, ფინანსური წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ.

ხოლო, თუ ნაძვის ხის აწყობას 27 ან 30 ნოემბერს დაგეგმავთ, ეს თქვენს ურთიერთობებს გააძლიერებს.

რომელ თარიღებში დავდგათ ნაძვის ხე 2025 წლის დეკემბერში?

დეკემბერი სადღესასწაულო მზადების დაწყების მთავარ თარიღად ითვლება და რამდენიმე განსაკუთრებით ხელსაყრელ თარიღს გვთავაზობს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, თვის პირველი ნახევარი, ამ მხრივ, კიდევ მეტად გამორჩეულია:

  • 3 და 5 დეკემბერი სწრაფი ფინანსური ზრდის დღეებია;
  • 7 და 9 დეკემბერი მომგებიანი ხელშეკრულებების დადების პერიოდია;
  • 12 და 14 დეკემბერი სამომავლო წარმატებებისთვის ინვესტირების დროა.
  • 2 დეკემბერს გრძნობების გაცხადების დღეა;
  • 6 და 8 დეკემბერი ჰარმონიის აღდგენის პერიოდია;
  • 11 და 15 დეკემბერი რომანტიკული შეხვედრებისა და სიახლეების დროა.

სად დავდგათ ნაძვის ხე?

nazvis-xe-7-1764143749.jpg

იმას, თუ სახლის რომელ ნაწილში დადგამთ ნაძვის ხეს, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დადებითი ენერგიის მოზიდვაში გეხმარებათ:

  • სამხრეთ-აღმოსავლეთის ვექტორი ფინანსური ნაკადების ეპიცენტრია;
  • სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება გულწრფელი ურთიერთობების ადგილია;
  • აღმოსავლეთის სექტორი ოჯახური ჰარმონიის წყაროა;
  • ცენტრალური ზონა კარიერული წინსვლისთვის განკუთვნილი ადგილია.

იქამდე, ვიდრე ნაძვის ხეს დადგამთ, სახლი საფუძვლიანად დაალაგეთ, აანთეთ არომატული სანთლები, დადებითი განწყობა შეიქმენით და სახლში პოზიტიური ენერგია შემოუშვით.

როგორი სათამაშოები განვათავსოთ ნაძვის ხეზე?

nazvis-xe-2-1764143766.png

იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სიმბოლოებს, რომლებსაც ნაძვის ხეზე განვათავსებთ. 2026 წელთან შესახვედრად, ნაძვის ხის სათამაშოების არჩევისას, შემდეგი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ:

  • ბუნებრივი მასალისგან (ხის, სელის, მატყლის) დამზადებული სათამაშოები ბუნებასთან კავშირს ქმნის;
  • ხელნაკეთ დეკორაციებს სახლში მშვიდობისა და სიკეთის ენერგიას შემოაქვს;
  • განათავსეთ სათამაშოები წლის მთავარი სიმბოლოს, ცხენის გამოსახულებით. ეს სახლში კეთილდღეობისა და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ;
  • მინიმალისტური დეკორი 2026 წელს თქვენი სურვილების ასრულების კურსის დასახვაში დაგეხმარებათ;
  • ხოლო, შედარებით დიდი ზომის სათამაშოები თქვენი ცხოვრებისეული მიზნების სიმბოლოა.

რა ფერის სათამაშოები უნდა განათავსოთ ნაძვის ხეზე?

სათამაშოებისა და დეკორაციის ფერიც მნიშვნელოვანია და ქვემოთ, კონკრეტულ მნიშვნელობებს გაგიზიარებთ:

  • მიწის ტონები (ყავისფერი, ქვიშიფერი) - სტაბილურობა;
  • მწვანე - ზრდა და განვითარება;
  • მეტალისფერი აქცენტები - ფინანსური ნაკადები;
  • თეთრი - აზრებისა და სამომავლო განზრახვების სიწმინდე, სურვილების ასრულება.

"ცოცხალი" ნაძვის შეძენა ჯობს თუ ხელოვნურის?

nazvis-xe-99-1764143939.jpg

ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა.

ცოცხალი ნაძვის ხე საოცრად სურნელოვანია და სახლს მთელი დღესასწაულების განმავლობაში გამორჩეული არომატით ავსებს. თუმცა, შედარებით დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევიძინოთ და სახლამდე მივიტანოთ. ასევე, მას წიწვები მალე სცვივა და სახლში დისკომფორტს ქმნის.

ხელოვნური ნაძვის ხე, ამ მხრივ, უფრო პრაქტიკულია. მისი აწყობა და დაშლა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

თუმცა, ცოცხალი ნაძვი ჰარმონიასა და სიმშვიდეს განაპირობებს. მისი დადგმისთვის იდეალური დრო 20-დან 25 დეკემბრამდე პერიოდია.

ხელოვნური ნაძვი კი მუდმივობასა და სტაბილურობას გამოხატავს და შეგიძლიათ, ზემოთ ჩამოთვლილი თარიღებით იხელმძღვანელოთ.

აქვე გახსოვდეთ, რომ მთავარი შინაგანი მოტივაცია, განწყობა და დადებითი სურვილებია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, გამოხატეთ კეთილგანწყობა და თქვენი ოცნებებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგით.

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ყველაზე სასიკეთო 2026 წელი? - სრული პროგნოზი
როგორი იქნება 2026, წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი? როგორ უნდა შევხვდეთ, რა უნდა იყოს სუფრაზე და რას უქადის ჩინური ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს