როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხის ფეხი - საუკეთესო იდეები - მშობლები

როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხის ფეხი - საუკეთესო იდეები

2025-11-26 17:29:31+04:00

ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ადრეული ევროპული კულტურებიდან მოყოლებული დღემდე, ყოველ ეპოქას თავისი სტილი და ფერები მოჰქონდა, რის შედეგადაც დეკორის ტრენდები ყოველ წელიწადს იცვლება.

2026-ის საახალწლო ტრენდების მიხედვით, აქტუალურია ნაძვის ხის ფეხთან ლამაზი კომბინაციების შექმნა. მის გარშემო მასიური საახალწლო ფიგურები, რომლებიც ქმნის სრულ საახალწლო ანტურაჟს და ჯადოსნურ ატმოსფეროს.

ეს შეიძლება იყოს ირმები, მაკნატუნები, საშობაო სოფელი ან დისკო-სტილის ბრჭყვიალა დეკორაციები, რომლებიც ნაძვის ხეს ინტერიერის სტილის განუყრელ ნაწილად აქცევს და „ინსტაგრმულად“ მიმზიდველს ხდის.

სტატიაში გთავაზობთ 5 მარტივ და ეფექტურ მეთოდს, თუ როგორ გაალამაზოთ ნაძვის ხის ფეხი და რა განათავსოთ მის გარშემო, რომ თქვენს სახლში ახალი წელი ნამდვილად გამორჩეული და შთამბეჭდავი გახდეს.

მყვირალა ფერები და დისკოს ბრჭყვიალება

588677287-668520326192605-4983529927607902887-n-1764163963.png

დისკო-სახალწლო სტილი 2026 წლის მთავარი ტრენდია. ის ძალიან ეფექტურად გამოიყურება და ზამთრის მოსაწყენ დღეებს, ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. ნაძვის ხეს ძირში, გარშემო შემოუწყვეთ სხვადასხვა ზომის დისკო-ბურთები, დისკო დეკორი: ბრჭყვიალა ფერადი ტელეფონი, რადიო, ფერადი ფეხსაცმელები პლატოფორმაზე, დიდი ფერადი კანფეტები და ტორტები - „ბიბლუსში“ დისკო-საახალწლო დეკორის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ!

588363252-1542813730100189-8679128469552358667-n-1764164174.png

თუ გსურთ, რომ აქცენტი ნაძვის ხეზე გააკეთოთ, შეგიძლიათ მისი ძირი ერთ ფერში მორთოთ, მაგალითად - ვერცხლისფერში. შეარჩიეთ ამ ფერის მოცულობითი ფუგურები: ირემი, ბურთები, ნოტების ფიგურები და სხვა.

ხელოვნური ბეწვი და საახალწლო ზღაპრების გმირები

588741404-1542612180217203-26938182559643599-n-1764164205.png

შემოახვიეთ ფუმფულა ბეწვის ქსოვილი ნაძვის ხის ფეხს და შემოუწყვეთ სხვადასხვა პერსონაჟები: მაკნატუნები, თოვლის კაცები, ფერიები, ჯუჯები, თოვლის პაპის და ირმების ფიგურები და სხვ. თუ სახლში გაქვთ სხვადასხვა ზომის ნაძვის ხე, შეგიძლიათ ჯადოსნური პატარა ტყე მოაწყოთ.

588000912-935976509072211-1801679151424914359-n-1764164227.png

ქსოვილის ნაცვლად შეგიძლიათ ნაძვის ხის ფეხი დაფაროთ დიდი პრიალა ბაფთებით.

საშობაო სოფელი

590144622-2702978130063430-1005595759017922982-n-1764164292.png

თუ გსურთ, შობის ატმოსფერო თქვენს სახლში დატრიალდეს, დაგჭირდებათ თოვლის იმიტაცია, სახლები და თბილი ნათების გირლიანდები.

586002580-828968306683376-6139574236612920473-n-1764164308.png

თოვლის იმიტაციის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სინდიფონი, თეთრი ხელოვნური ბეწვი, ან თეთრი ქსოვილი დააფინოთ. შემოულაგეთ ნაძვის ხეს მინიატიურული სახლები, ირმები, ადამიანების და ცხოველების პატარა ფიგურები, გამოიყენეთ გირლანდა, ლამპები, ხელოვნური სანთლები, ფიფქები და მინიატიურულI ნაძვის ხეები, რომ სოფლის ანტურაჟი შექმნათ.

566225010-2322020561644582-1098476874558836167-n-1764164327.png

სანტა კლაუსის ფიგურები

582437298-823080917004123-3507757479183610263-n-1764164340.jpg

დიდი სანტას ფიგურები, რომლებიც ასევე „ბიბლუსში“ დაგხვდებათ, ძალიან ორიგინალურია ნაძვის ხის ფეხის გასალამაზებლად. სანტა თვითმფრინავში, სანტა - მანქანაში, ან მოპედზე - განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალი წლის ღამის დადგომას.

თქვენ როგორ რთავთ ნაძვის ხის ფეხს? - გაგვიზიარეთ კომენტარებში!

შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსის“ საახალწლო პროდუქცია ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთონლაინ.

R