6 წლის წინ ეს ბავშვები ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავები გახდნენ. თავიდან ისინი ბევრს და-ძმაც ეგონა, თუმცა ისინი თანასოფლელები და თანასკოლელები, ასევე მეგობრები - ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე არიან, მთიულეთის სოფელ ქვეშეთიდან. წლების წინ ისინი ფილმისთვის შეარჩიეს და მათი პირველი ფოტოც ფილმის გადაღებებზე გადაღებული იყო.