"იტალიელ კიმ კარდაშიანს" ციხე ელოდება - მან ქველმოქმედებით მილიონები იშოვა, თუმცა არავის დახმარებია - მშობლები

"იტალიელ კიმ კარდაშიანს" ციხე ელოდება - მან ქველმოქმედებით მილიონები იშოვა, თუმცა არავის დახმარებია

2025-11-27 11:16:01+04:00

რამდენიმე წლის წინ, ერთმა იტალიელმა ბლოგერმა გადაწყვიტა საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება საშობაო ნამცხვრებისა და სააღდგომო კვერცხების გაყიდვით... თუმცა, მას ეს თანხა არასდროს გაუგზავნია გაჭირვებულებისთვის...

არც ისე დიდი ხნის წინ კიარა ფერანის „იტალიელ კიმ კარდაშიანს“ უწოდებდნენ. მისი ქონება 40 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და მის ბლოგს მთელი მსოფლიოს გოგონები იწერდნენ, რომლებიც მისი უნაკლო სტილის მიბაძვას ოცნებობდნენ. ის იყო პირველი ბლოგერი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, თანამშრომლობდა Dior-თან და Gucci-სთან და მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, სავსე ფუფუნებითა და გლამურით. თუმცა, ეს იდილია დასრულდა, როდესაც კიარა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა - ახლა მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. განაჩენი 2025 წლის 5 დეკემბერს იქნება გამოტანილი.

450x600-1-44e09094b0427c97a4e481e010a4eb701440x1920-0xs4u8x9rb-4254243435598657329-1764228422.jpg.webp

ყველაფერი იმით დაიწყო, რაც კარგი საქციელივით ჩანდა. 2022 წელს ფერანიმ თანამშრომლობა დაიწყო საკონდიტრო კომპანია Balocco-სთან, სადაც ვარდისფერი საშობაო ნამცხვარი წარადგინა, რომლის ფასიც ჩვეულებრივი დესერტის ფასზე დაახლოებით სამჯერ მეტი იყო. სარეკლამო კამპანიაში კიარა ავრცელებდა იმ იდეას, რომ შემოსავლის ნაწილი ბავშვთა საავადმყოფოს გადაეცემოდა. მომხმარებლები ენდნენ ცნობილ და წარმატებულ ადამიანს და ყიდულობდნენ ძვირად ღირებულ პროდუქტს, რადგან თვლიდნენ, რომ თანხას საქველმოქმედო მიზნებისთვის სწირავდნენ.

484x600-1-231d582b9c63e6e80bb63c3b03dcf4641290x1598-0xbfax4iyu-0675706562410603884-1764228422.jpg.webp

მსგავსი ამბავი განვითარდა Dolci Preziosi-ს სააღდგომო კვერცხებთან დაკავშირებით, რომლებიც აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საქველმოქმედო პროექტის მხარდასაჭერად იყო რეკლამირებული. ორივე პროდუქტი დიდი წარმატებით სარგებლობდა: მხოლოდ ნამცხვრებმა მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო კვერცხებმა - დაახლოებით 1,2 მილიონი ევრო.

481x600-1-f9e8592de1ddbd4a169c0a2086f5a74b1440x1795-0xua6mulza-4342064271647148265-1764228422.jpg.webp

იტალიის ანტიმონოპოლიური ორგანოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ შოკისმომგვრელი სიმართლე გამოავლინა: საავადმყოფოსთვის დაპირებული შემოწირულობები არასდროს გადარიცხულა და კვერცხების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც საქველმოქმედო ორგანიზაციას მხოლოდ თავად საკონდიტრო კომპანიისგან გადაეცა, ხოლო ფერანიმ თავისი წილი ჯიბეში ჩაიდო. პროკურორების თქმით, კამპანია მოტყუებაზე იყო დაფუძნებული და ამ აქციებიდან მიღებული მოგება დაახლოებით 2,2 მილიონ ევროს შეადგენდა.

საზოგადოებამ და ხელისუფლებამ მკაცრი რეაგირება მოახდინეს. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ფერანი ერთი მილიონი ევროთი, ხოლო კომპანია „ბალოკო“ - 400 000 ევროთი დააჯარიმა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმაც კი საჯაროდ გააკრიტიკა ინფლუენსერის საქციელი. თუმცა, ფინანსური ზარალი მხოლოდ პრობლემების დასაწყისი იყო.

2025 წლის შემოდგომაზე მილანში სასამართლო პროცესი დაიწყო, სადაც კიარას მასშტაბური თაღლითობის ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურამ, მოტყუებული მომხმარებლებისა და მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის სამოქალაქო სარჩელების საფუძველზე, ერთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

ერთ-ერთი მოსარჩელე 76 წლის პენსიონერი ადრიანაა, რომელმაც კექსი იმ გულწრფელი რწმენით იყიდა, რომ ავადმყოფ ბავშვებს ეხმარებოდა. ახლა ის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, თანხის ნამდვილ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხვის განზრახვით.

480x600-1-7ead1b2091d8f40b0522637da6906d0f1440x1800-0xoc1ldhzu-0325217734719781533-1764228422.jpg.webp480x600-1-5cc28a1d4f8de5f6a85e04fa0659af6f1440x1800-0xbp25vwu1-8499158493748948231-1764228422.jpg.webp

სასამართლოში ფერანიმ თავი დაიცვა და განაცხადა, რომ ყველაფერი კეთილი განზრახვით გაკეთდა და „არ იღებდა მოგებას“. მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ „კომუნიკაციის შეცდომა“ იყო. თუმცა, ეს არც საზოგადოების და არც გამომძიებლებისთვის არ აღმოჩნდა ეს დამაჯერებელი.

როდესაც კიარა 2023 წელს თაღლითობაში დაადანაშაულეს, მას ყველა ფრონტზე პრობლემები შეექმნა. სკანდალის ფონზე, მან საჯაროდ გაამხილა ქმრის, რეპერ ფედერიკო ლუსიას ღალატი. ინფლუენსერის თქმით, მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში ღალატობდა მას, ქორწილის დღესაც კი უღალატა. მტკივნეულმა განქორწინებამ და ორ შვილზე მეურვეობის საკითხზე დავამ ისედაც რთულ პერიოდს უფრო ბნელი ელფერი შესძინა.

450x600-1-f4ab661a7038c77bfa7fbf2a03424a291440x1920-0xyq8b3wp2-2217125751207929107-1764228422.jpg.webp

გარდა ამისა, მისი ბიზნეს იმპერია კრახისკენ მიდის. კომპანია Fenice-მ, რომელიც მის ბრენდს მართავდა, თითქმის მთლიანად შეამცირა პერსონალი, რაც რეპუტაციის კატასტროფული დაცემით, სარეკლამო კონტრაქტების შეწყვეტით და გაყიდვების შემცირებით გამოწვეული კრიზისის აშკარა ნიშანია. ერთ დროს წარმატებული კიარა, მალე გაკოტრებული აღმოჩნდება და სავარაუდოდ - ციხეშიც.

ცნობილი ბლოგერი ხალხს არწმუნებდა, რომ სიმსივნით იტანჯებოდა და ფულს არიცხინებდა... მერე კი სიმსივნე დაამარცხა და საკუთარ მკურნალობის მეთოდს ყიდდა, უამრავი ჯილდო მიიღო.. - მისი თაღლითობა შემთხვევით გამოაშკარავდა
ცნობილი თაღლითი ქალი, რომელიც თავს დიდგვაროვან ასაღებდა და ხალხს ფულს სძალავდა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოვიდა, ფეხზე ელექტროსამაჯურით - ანა დელვიმ კვლავ აალაპარაკა საზოგადოება