გოგონა, რომელიც მთელი ცხოვრება სახეს მაკიაჟით მალავდა, დღეს მოდელია და მილიონობით ადამიანს ამხნევებს - მშობლები

გოგონა, რომელიც მთელი ცხოვრება სახეს მაკიაჟით მალავდა, დღეს მოდელია და მილიონობით ადამიანს ამხნევებს

2025-11-27 11:55:43+04:00

იტალიელი გოგონა კარლოტა ბერტოტი დიდი, მოლურჯო-მონაცრისფრო წარმონაქმნით — ე.წ. ოტას ნევუსით დაიბადა, რომელიც მისი სახის დიდ ნაწილს ფარავდა. ბავშვობიდანვე ამ წარმონაქმნის რცხვენოდა და უკვე რვა წლის ასაკში გადაწყვიტა, სახლიდან გარეთ სქელი მაკიაჟის გარეშე არ გასულიყო. დილის ამ რიტუალებს ორი საათი სჭირდებოდა, მაგრამ ბერტოტი ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ სხვების მიშტერებული მზირები და თანატოლების მტკივნეული კომენტარები აერიდებინა.

„მეგონა, თითქოს ჯავშანს ვიცვამდი, რომ სამყაროსთვის ჩემი თავი მეჩვენებინა. მაკიაჟის გარეშე სახლიდან ვერ გავდიოდი. იმიტომ, რომ არავის მოვწონდი: ვგრძნობდი, რომ დანარჩენებს არ ვგავდი“, — ჰყვებოდა კარლოტა.

399x600-1-41081cdd42b403d2e83ae8ed1f5a23f63327x5000-0xqw6tyusb-4002060116825815167-1764231570.jpg

ის თავს ხეიბრად და უბედურად გრძნობდა. პირადი ტკივილი ხელს უშლიდა გულწრფელ ურთიერთობებში, მეგობრობაში,სიყვარულში. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მისი ნამდვილი გარეგნობა სამყაროს არასოდეს მოეწონებოდა.

თითქოს კარლოტას ცხოვრებაში უკვე საკმარისი განსაცდელი იყო, მაგრამ მისი სირთულეები ამით არ დამთავრებულა. თორმეტი წლის ასაკში ბერტოტს ტვინში კეთილთვისებიანი სიმსივნე, მენინგიომა დაუდგინეს, რამაც სახის პარალიზება და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვია. გოგონამ ორი კვირა მედიკამენტურ კომაში გაატარა. როცა გონს მოვიდა და სარკეში ჩაიხედა, დაინახა… „მონსტრი“. ამ ტრავმულმა გამოცდილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ისედაც მყიფე თვითშეფასება.

მოზარდობის წლები სავსე იყო სასოწარკვეთილი მცდელობებით, რომ სამყაროს "მორგებოდა". მაკიაჟის გარდა, კარლოტა ფერად კონტაქტურ ლინზებსაც იყენებდა — უბრალოდ იმისთვის, რომ „ყველას მსგავსი“ ყოფილიყო. მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა იმედგაცრუებით მთავრდებოდა და მხოლოდ უძლიერებდა შინაგან მარტოობას.

450x600-1-d6a90a6185b161d9c74e9a78f80a08243540x4720-0xvrbr4opc-4395778532999576641-1764231583.jpg

ამიტომ, როცა კარლოტასადმი ყურადღება მამაკაცმა გამოიჩინა, რომელიც მასზე ცამეტი წლით უფროსი იყო, ის მზად იყო ტოქსიკურ ურთიერთობებზეც კი დაეხუჭა თვალი და უხეში მოპყრობაც აეტანა. პარტნიორი კარგად ხვდებოდა, რამდენად მოწყვლადი იყო გოგონა და ამის ხარჯზე ცდილობდა საკუთარი ძალაუფლების დამტკიცებას — სისტემატურად აკრიტიკებდა მის გარეგნობას და გამუდმებით შენიშვნებით ავსებდა. ბერტოტი დიდი ხნის განმავლობაში ხუჭავდა თვალს დამამცირებელ მოპყრობასა და ღალატზე, მიაჩნდა, რომ ეს "საფასური" იყო იმისა, რომ ვინმეს ყვარებოდა.

გარდამტეხი მომენტი 2018 წელს დადგა, როცა შინაგანი გადაღლილობამ უარყოფის შიშს სძლია. ბერტოტიმ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო სამუდამოდ უარი ეთქვა შესანიღბ მაკიაჟზე და სამყაროსთვის თავისი ნამდვილი სახე ეჩვენებინა. მან სოციალური ქსელების ანგარიში შექმნა და ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, თანდათანობით თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო. ეს ნაბიჯი მისთვის მხოლოდ კოსმეტიკაზე უარის თქმა არ ყოფილა — ეს იყო შინაგანი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი: საკუთარი თავის მიღება. მის გულწრფელობასა და სიმამაცეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა — დღეს ბერტოტის პროფილს სოციალურ ქსელებში 320 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს. ინტერნეტმომხმარებლები მას და მადლობას უხდიან შთაგონებისთვის და კეთილ სიტყვებს არ იშურებენ:

480x600-1-34ef94b80078b4e2dfb998cf2136e0071080x1350-0xfcwu7czq-1595723914915977194-1764231601.jpg

„კარლოტა წარმოუდგენლად ძლიერი გოგოა. ჩემთვის ის ნამდვილი მაგალითია“, „კარლოტას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ არაფრის უნდა შეგვეშინდეს. და ყველაზე მთავარი — საკუთარი თავის სიყვარულია“, „თუ ადამიანი საკუთარ თავს იღებს, ირგვლივ მყოფებიც შეგიყვარებენ“. - წერენ მას კომენტარებში.

ბერტოტის უნიკალურ გარეგნობას ყურადღება სამოდელო სააგენტომაც მიაქცია , რამაც მისთვის ახალი კარი გახსნა. ახლა ის წარმატებული მოდელია და სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობს — მაგალითად, Garnier და Dyson.

ერთ მომენტში კარლოტამ მიხვდა, რომ მის ისტორიას შეუძლია სასიკეთოდ იმოქმედოს მათზე, ვისაც ასევე უჭირს საკუთარი გარეგნობის მიღება.

2023 წლის სექტემბერში მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით „Incancellabile“, რომელიც გახდა ერთგვარი მანიფესტი გახდა ძალის, თვითმიღებისა და საკუთარი თავის სიყვარულის.

ბავშვს 70-ზე მეტი ოპერაციის ჩატარება მოუწევდა... - 3 წლის გოგონა ბეტმენის ლაქით შინ ბრუნდება
გოგონა ბეტმენის ნიღბით სკოლაში წავიდა: ძალიან ვნერვიულობდით ბულინგის გამო, გიჟური სამზადისი გვქონდა