როგორ შევინახოთ თაფლი სახლის პირობებში ისე, რომ მან სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს - თემაზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ გვერდზე საუბრობს:
- სახლის პირობებში თაფლი აუცილებელია და რეკომენდებულია, მინის ქილაში, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას შევინახოთ. თაფლის პლასტმასის ჭურჭელში შენახვა რეკომენდებული არ არის, რადგან დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ის პლასტმასასთან რეაქციაში შევიდეს. ხოლო, თუ თაფლი დაკრისტალდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. პირიქით, შეიძლება ეს ფაქტორი მეტყველებდეს იმაზე, რომ თაფლი ჯანსაღი და ნატურალურია. ასეთ შემთხვევაში, თაფლის ქილა 40-გრადუსიან წყალში უნდა მოვათავსოთ და ნელ-ნელა პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდება. 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თაფლის მოთავსება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში, სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.