სოციალურ ქსელში უდროოდ გარდაცვლილი დამწყები მსახიობის, გიორგი ნავერიანის ვიდეო ქვეყნდება... - ყოფილი დეპუტატის 17 წლის ვაჟს უამრავი ადამიანი ემშვიდობება - მშობლები

სოციალურ ქსელში უდროოდ გარდაცვლილი დამწყები მსახიობის, გიორგი ნავერიანის ვიდეო ქვეყნდება... - ყოფილი დეპუტატის 17 წლის ვაჟს უამრავი ადამიანი ემშვიდობება

2025-11-28 16:49:20+04:00

ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მისი 17 წლის ვაჟი, მომავალი მსახიობი გიორგი ნავერიანი გარდაცვლილი იპოვეს.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ემშვიდობება ნიჭიერ ახალგაზრდას:

"წარმოუდგენელია უშენობა ჩემო გულიანო, თბილო და ტკბილო ბიჭო!!"

"რა ვთქვა?!!
დავმუნჯდით!!
დავიკარგეთ დროსა და სივრცეში!!
გაფრინდა ჩვენი მანათობელი ბიჭი"...
"გიო, უსაყვარლესი დიდი ბავშვი, დიდი ტკივილი, ვიხსენებ და არ ილევა შენზე მოგონებები, გიო, გულწრფელი საუბრები და თავგადასავლები... საუკეთესო ქართველი კაცი იყავი, ხარ და იქნები მუდამ ჩემს მეხსიერებაში. რომ მიყვარდი ხომ ვიცოდი, მაგრამ მთელ ოჯახს ასე თუ დაგვანგრევდი არ მეგონა და ვერც კი ვბედავ მოგიხსენიო იმ განზომილებაში, რომელშიც ახლა იმყოფები...."
589392166-122186352782564940-1425508580771030514-n-1764336153.jpg
"ნავერიანების მთა ვაჟკაცს - თამაზ ნავერიანს - კოშკი წაექცა - გიორგი ნავერიანი!!!! წაექცა და მერე როგორ!!!! მიწის საყრდენი გამოაცალა ფეხქვეშ უტორტმანო - კაცურკაცს!!! იქ გიოს შორიახლოს - ვაჟკაცი მამის მგლისებრ ყმუილთან - ყველა ძალა გეცლება ადამიანს, იქ ორმეტრიანი საჯიშე ვაჟკაცი რომ გატრუნული უწევს!!!! აი იქ ფიქრობ, საერთოდ ღირს რამე ამქვეყნიური, საერთოდ მნიშვნელობა აქვს რამე სიკეთეს, რასაც თესდა ეს ადამიანი - უანგაროდ- კაცურად- ერთგულებით - გულღვიძლჩადებული!!!"
ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც გიორგი ცნობილ ლექსს კითხულობს: