თამთა გოდუაძე უკვე ბევრი წელია, ბერძნული ესტრადის ვარსკვლავია და საკმაოდ კაშკაშა ვარსკვლავი. მას ძალიან წარმატებული კარიერა აქვს, მუდმივი კონცერტებით, გასტროლებით, გადაღებებით, ახალ-ახალი კლიპებით და ა.შ. სიმღერასთან ერთად, გამორჩეული სტილიც უკვე მისი სავიზიტო ბარათია და სცენაზე, გადაღებებზე თუ ღონისძიებებზე მისი ყოველი გამოჩენა მორიგი შთამბეჭდავი შოუა.
ამჯერად ახალი სიმღერის პრომოუშენით არის დაკვებული და ეს უჩვეულო იმიჯიც ამას უკავშირდება. თამთას ამგვარ გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში და განხილვები არ ცხრება.







თამთა გოდუაძე 1981 წლის 10 იანვარს დაიბადა თბილისში. როგორც თავადაც ყვება ხოლმე, თავიდანვე მუსიკალური ბავშვი იყო და უყვარდა სიმღერა.
მშობლები ადრე განქორწინდნენ და თამთა დედასთან ერთად ცხოვრობდა.

თამთას თინეიჯერობა 90-იანი წლების გაჭირვებას დაემთხვა. ამავე პერიოდში გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში თაყვანისმცემლები. მოგვიანებით ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ამბობდა:
"წლები გადის, ბევრ რამეს ვასწორებთ ცხოვრებაში... ვხვდები, რომ ის, რაც მოხდა, 14 წლის ასაკში გათხოვება, ცოტა შოკისმომგვრელია და ვინმემ შეიძლება ეს ჩემს მშობლებს, საზოგადოებას, ბევრ რამეს დააბრალოს. მაგრამ ეს ხდებოდა. ჩემს შემთხვევაში, ეს ადრე მოხდა, მაგრამ 16-17 წლის ასაკში ეს არ იყო საშინელება, თუ ოჯახები თანახმა იყვნენ... მე არ ვყოფილვარ მოფლირტავე ბავშვი.ბევრი ბიჭი მეუბნებოდა, რომ შევუყვარდი, მე კი გული მტკიოდა, მინდოდა უბრალოდ მათი მეგობარი ვყოფილიყავი. ასე მოხდა ჩემს ყოფილ ქმართანაც. მე 14 წლის ვიყავი, ის 16 წლის. რაღაც მომენტში დედაჩემმა შეამჩნია, რომ ის ჩემს რეპეტიციებზე მოდიოდა, ყველგან დამყვებოდა და უთხრა, ასე აღარ მოქცეულიყო. მან ეს სხვანაირად მიიღო. სახლის გარეთ დამხვდა და მთხოვა, სადმე წავსულიყავი, რომ ორს გველაპარაკა...
ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ რაღაც მოხდებოდა. მან წამიყვანა. მინდოდა თუ არა ეს? ასაკი, ცნობისმოყვარეობა... მანქანაში ძალით არავის ჩავუსვივარ, მაგრამ არც მანქანა გაუჩერებია სალაპარაკოდ. თბილისის გარეთ მისი მეგობრის სახლში წავედით, მერე დაგვიწყეს ძებნა... არჩევანი მქონდა, მაგრამ მზად უნდა ვყოფილიყავი იმის მისაღებად, რაც მოხდა. როდესაც დავბრუნდით, გადავწყვიტე, რომ დაქორწინებული ვიყავი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ექვსი წელი ვიყავი დაოჯახებული...
ანი დაახლოებით ათი თვის შემდეგ გაჩნდა და მე ცხოვრების მეორე ფაზაში შევედი, დედა გავხდი... ღამის სკოლაში შევედი, მეც ანის გვერდით ვიზრდებოდი, თინეიჯერი ვიყავი და ამავდროულად დედა... სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე და უცხო ენები ვისწავლე, ბავშვი საბავშვო ბაღში დავტოვე და სკოლაში წავედი.... დედაჩემი ანის დაბადებისთანავე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, რადგან უმუშევარი იყო... დედაც კი არ მყავდა გვერდით. ერთ მომენტში განქორწინება გადავწყვიტე, მაგრამ ძალიან რთული იყო... ჩემს ყოფილ ქმარს არ უნდოდა, რომ დავშორებულიყავით, მაგრამ მე ამას არ შევეგუე. მერე საბერძნეთში გადავწყვიტე ჩამოსვლა... ეს იყო მხოლოდ გაქცევის გზა...“
თამთა წლების წინ პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი - დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო.
- ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად - ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია - მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი... მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე, - აღნიშნა თამთამ.
თამთას პირველი ბერძნული წარმატება მალე მოვიდა - მარტოხელა დედამ Super Idol Greece-ში მიიღო მონაწილეობა და მისი ვარსკვლავიც აკიაფდა...
თამთა საქართველოში პირველად 2014 წელს დაბრუნდა. ქართული „იქს ფაქტორის“ ჟიურიში გამოჩნდა.
საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა საბერძნეთში ნამდვილი სუპერვარსკვლავია, ხშირად ჩნდება ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე და მისი ყველა გამოსვლა-შოუ, ყურადღების მიღმა არ რჩება ადგილობრივ მედიას.




მის პირად ცხოვრებაზეც ვრცელდება ხოლმე ხმები პერიოდულად, თუმცა ოფიციალურად თამთა აღარ დაქორწინებულა, პირად ცხოვრებაზე საუბარიც არ უყვარს და მედიასთანაც აქტიურად არ კონტაქტობს.
ეს კი რამდენიმე ლუქი თამთას ეპატაჟური და კაშკაშა სტილიდან:


















