ექიმები მომავალ მშობლებს ბავშვის ოთახის რემონტს უკრძალავენ ექიმები მომავალ მშობლებს ბავშვის ოთახის რემონტს უკრძალავენ. ბუნებრივია, მომავალი მშობლები პატარას დასახვედრად ემზადებიან და საბავშვო ოთახის სათანადოდ მოწყობას ცდილობენ, რის გამოც ახალშობილს ხშირად უწევს ახალგარემონტებულ ოთახში დაბინავება. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს საშიშია - ხალიჩა და ლამინატი მავნე ნაერთების წყაროს წარმოადგენს. ჰელმჰოლცის ცენტრი, რომელიც ჯანმრთელობაზე საცხოვრებელი გარემოს გავლენას შეისწავლის, გვირჩევს, ორსულობის პერიოდში და ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს საბავშვო ოთახის რემონტს ვერიდოთ.
მეცნიერთა თქმით, გერმანიაში ყოველწლიურად 20 000-მდე ბავშვს სჭირდება სუნთქვის პრობლემების გამო სამედიცინო დახმარება, რაშიც ბრალი მიუძღვის ლამინატისა და ხალიჩის წებოს შემადგენლობაში შემავალ ნაერთებს.
გაგრძელება