მომღერალი მზია გეწაძე "დღის პოსტში" საუბრობს ეჭვიანობაზე და ტოქსიკურ ურთიერთობაზე, რომელმაც მისი ოჯახი დაანგრია:
- ჩემთვის ტოქსიკური არის ურთიერთობა, როცა კაცი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეჭვიანობს. მე მქონდა ასეთი ურთიერთობა. ეს არის პათოლოგია, რომელსაც ვერ ვიტან... დავიღალე ეჭვიანობით... გარშემო მყოფებისთვის ჩემი ოჯახი იყო იდეალური, ვიყავით კარგი, ლამაზი წყვილი, გარეგნულად კარგად გვქონდა ყველაფერი. ძალიან არ მინდოდა ოჯახის დანგრევა და მაქსიმალურად ვცდილობდი, შემენარჩუნებინა, თუმცა მერე მოვლენები ისე განვითარდა, იძულებული გავხდი...