"18-საათიანი და 16-საათიანი კვება ძველად ადამიანების ბუნებრივი რიტმი იყო და ეს კვების სწორი მოდელია... მთელი ცხოვრება ადამიანმა ასე უნდა ჭამოს" - არუნ ხათრი - მშობლები

"18-საათიანი და 16-საათიანი კვება ძველად ადამიანების ბუნებრივი რიტმი იყო და ეს კვების სწორი მოდელია... მთელი ცხოვრება ადამიანმა ასე უნდა ჭამოს" - არუნ ხათრი

2025-12-01 11:01:31+04:00

"აიუვერდას" სპეციალისტი არუნ ხათრი გადაცემაში "კოტკასტი" კვების სწორი მოდელისა და მთავარი შეცდომების შესახებ საუბრობს:

- ერთი რამ, რაც ადამიანს აბერებს, ეს შაქარია. შაქარს რომ დაწვავს, ორგანიზმს კიდევ დასჭირდება იმიტომ, რომ ინსულინი მაღალია. იმ წრიდან ვერ გამოდის. ინსულინი ხან იზრდება, ხან დაბალია. როცა ინსულინი სტაბილური გახდება, მაშინ ყველა პრობლემა მოგვარდება.

არუნ ხათრი ამბობს, რომ 18-საათიანი და 16-საათიანი კვება ძველად ადამიანების ბუნებრივი რიტმი იყო და ეს კვების სწორი მოდელია:

- ჩვენი წინაპრები, ინდოელებიც და ქართველებიც, სახლიდან გარეთ რომ მიდიოდნენ, სახლში საჭმელს ტოვებდნენ. ავტომატურად 16-საათიანი იყო მათი კვება. სულ წასულები იყვნენ, მინდორში მუშაობდნენ... ეს ბუნებრივია. 16-საათიანი კვება ვინმეს მოგონილი არ არის. მთელი ცხოვრება ადამიანმა ასე უნდა ჭამოს. 8 საათი უნდა ჭამოს და 16 საათი დაისვენოს. ეს მოგონილი არ არის, ფაქტია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ინსულინის დონეს დაარეგულირებს, ხორცის მირთმევით ქოლესტერინი არ გაეზრდება:

- ქართული სუფრაზე ყველაფერია - ხორცი, ბევრი ფერის ბოსტნეული... იმ ბოსტნეულს ხალხი სუფრაზე არც უყურებს. ეგაა პრობლემა. 200 გრამი მიირთვით ჯერ ეს ბოსტნეული, მერე ჭამეთ გოჭი... მინახავს ადამიანი, რომელიც ამბობს: "ექიმმა მითხრა, ხორცი არ ჭამო, ქოლესტერინი გაგეზრდებაო." პურს ჭამს მთელი დღე და პრობლემას ხორცს აბრალებენ. ხორცს ნუ დააბრალებთ. ხორცი, კვერცხი ქოლესტერინს არ ზრდის. ქოლესტერინი მაღალი ინსულინის დონით იმატებს. ინსულინი ჩამოიყვანეთ ქვევით. 200-300 გრამ ბოსტნეულს თუ შეჭამთ, ზემოდან ხინკალი რომ დააყოლოთ, ინსულინი არ მოიმატებს. ჭამეთ და შეამოწმეთ, მაღლა არ წავა.