"არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება... მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ" - ბიძინა კულუმბეგოვი - მშობლები

"არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება... მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ" - ბიძინა კულუმბეგოვი

2025-12-01 11:18:52+04:00

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს:

"საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).
გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:
  • დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო;
  • მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ;
  • არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება;
  • გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს);
  • მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი;
  • სახლი დაალაგეთ სველი წესით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!"
ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ... ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე - ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება... - გარემოს ეროვნული სააგენტო