ბათუმის ქუჩების ყველაზე მოსიყვარულე და საყვარელი გმირი, ძაღლი სახელად კუპატა, ახლა უკვე წიგნის ფურცლებზე განაგრძობს ცხოვრებას. გიორგი კეკელიძის ახალი საბავშვო წიგნი „კუპატას თავგადასავალი“ უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ეს შესანიშნავი გამოცემა იდეალური საახალწლო საჩუქარია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვის გულშიც კუპატა კვლავ ცოცხლობს.
კუპატა ბათუმელი ძაღლი იყო. ქუჩის უბრალო ბინადარი, რომელიც ქალაქის ისტორიად და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. მას საოცარი ჩვევა ჰქონდა, „ზებრა“ გადასასვლელთან დგებოდა და ყეფით ანიშნებდა მანქანებს, ბავშვებისთვის გზა დაეთმოთ. ასე გაიცნეს მასზე მზრუნველმა ადამიანებმა ჭკვიანი, მამაცი და კეთილი ძაღლი, რომელიც ერთდროულად ჩვეულებრივიც იყო და არაჩვეულებრივიც.
„კუპატას თავგადასავალი“, რომელიც გიორგი კეკელიძემ დაწერა, არის ამბავი მიუსაფარ ძაღლზე, რომელიც ქალაქის ისტორიის ნაწილად იქცა. ამიტომ, ეს ამბავი ბათუმელებისთვის განსაკუთრებით ემოციური და სასიხარულოა.
წიგნის ფურცლებზე კუპატა თავისი ყოველდღიური ჯადოსნობებით აგრძელებს ცხოვრებას: ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან და ავთოს ავტოსთან.

წიგნი ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და ონლაინ ვებგვერდზე: https://www.palitral.ge/product/6223/kupatas-tavgadasavali
ასევე, „პალიტრა L“-ის ჩვენს აპლიკაციაში.
R