მოდელი, ინფლუენსერი და ორი შვილის დედა ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა წლებია, ხან ერთად არიან, ხან შორდებიან. წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავს. ალექსანდრამ არაერთხელ დაწერა კოდუასთან დაშორების შესახებ.
"ბევრი ჭორების თავიდან აცილების მიზნით ვწერ, ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა, დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე", - წერდა მორიგი დაშორების დროს ალექსანდრა, თუმცა მოგვიანებით წყვილი ერთად იყო მათი საერთო შვილის - ვიქტორიას დაბადების დღეზე. გოგონა 3 წლის გახდა და დედასთან და მამასთან ერთად აღნიშნა ეს დღე. "მან თქვა - ვერ გაექცევი ჩემს სიყვარულს..." - წერდა მოგვიანებით ალექსანდრა.
ახლა კი, ალექსანდრას თქმით, მისი ყველაზე დიდი სურვილია, ჰქონდეს საკუთარი სახლი, რადგან დათოს დედამ გამოაგდო სახლიდან:
- სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა... თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად, - წერს ალექსანდრა.

გამომწერების შეკითხვებზე, თუ როგორ შეეგუა ამას ბავშვის მამა, ალექსანდრა პასუხობს:
- რა არის დაუჯერებელი... ვენდობოდი კაცს, რომელმაც გამაწბილა... კაცი, რომელმაც სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, მისთვის საოცნებო და მართლაც ყველაზე საყვარელი ქალისთვის, და შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, არის სუსტი. არ მინდა ასეთი გვერდით, მორჩა.


მოგვიანებით ალექსანდრა დავით კოდუას დედის კომენტარსაც გამოეხმაურა:
