"მო­სა­მარ­თლევ, ეს ცრემ­ლი არ არის, ბრა­ზია და ბოღ­მა, არ გე­გო­ნოთ რომ სუს­ტი ვარ... ვინმეს დაზიანება რომ მნდომებოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი... ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა..." - ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე ტირილი ვერ შეიკავა - მშობლები

"მო­სა­მარ­თლევ, ეს ცრემ­ლი არ არის, ბრა­ზია და ბოღ­მა, არ გე­გო­ნოთ რომ სუს­ტი ვარ... ვინმეს დაზიანება რომ მნდომებოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი... ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა..." - ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე ტირილი ვერ შეიკავა

2025-12-01 15:42:37+04:00

"მოსამართლევ, ეს ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილება.

"გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.

ვინმეს დაზიანება რომ მნდომებოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი. აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის საქციელით, პატარა ჩია კაცი იყო, ერთი ბოთლი ბენზინი მქონდა დასხმული, ვენაცვალე კაცობაში, ყოჩაღ, თავისი საქმე გააკეთა, მოვერიე კიდეც... მინდოდა თავი დამეღწია, ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ!ჯერ კაცი ვარ, ქართველი და მერე ვარ ტერორისტი!

მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ვეღარ ვუძლებდი ამ უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით მანდატურები, მე თვითონ ვნახე ერთი პოლიციელი, როგორ სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა... განაგრძეთ კითხვა