"ჩემს ცოლს ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო?" - 152-სანტიმეტრიანი გენიოსი დენი დევიტო, რომელმაც კარიერა პარიკმახერობით დაიწყო - მშობლები

"ჩემს ცოლს ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო?" - 152-სანტიმეტრიანი გენიოსი დენი დევიტო, რომელმაც კარიერა პარიკმახერობით დაიწყო

2025-12-01 23:12:04+04:00

დენი დევიტო ახლა ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც ცოტა ხნის წინ 81 წლის გახდა. მეუღლე და სამი შვილი ჰყავს და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია. თუმცა მისი ცხოვრების პირველ ეტაპზე ვერავინ ივარაუდებდა, რომ საკმაოდ ცუდ, დამნაშავეებით სავსე რაიონში, უბრალო, ემიგრანტების ოჯახში დაბადებული პაწაწინა ბიჭუნა ასეთ სიმაღლეებს დაიპყრობდა.

დენი დევიტო 1944 წლის 17 ნოემბერს, ნიუ-ჯერსიში, საშუალო დონის იტალიური და ალბანური წარმომავლობის ოჯახში. მამა ბიზნესმენობდა. დენის უფროსი დები ჰყავდა. დაბალი სიმაღლისა და სიმსუქნის პრობლემას ბავშვობიდან ებრძოდა. „ათი წლის ასაკიდან დიეტაზე ვარ. როდესაც პატარა ვიყავი, ძალიან მინდოდა უფრო მაღალი ვყოფილიყავი, რადგან ბევრი მაღალი გოგონა უარს მეუბნებოდა სიმაღლის გამო. მაგრამ როდესაც მსახიობობა დავიწყე, ეს დიდ უპირატესობად იქცა...“ - იხსენებს მსახიობი.

173149065815697925-1764646695.jpg

სკოლის დამთავრების შემდეგ, დამ თავის სალონში პარიკმახერობა შესთავაზა. ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან ართობდა, უამრავ ადამიანს უსმენდა დღის განმავლობაში, მათ ისტორიებს განიცდიდა და მოგვიანებით ეს ძალიან გამოადგა საქმეში... დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ქალების თმაზე მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, კოსმეტოლოგი გამხდარიყო, რათა მეტი ფული ეშოვა. გაზეთებში განცხადებების ფურცvლისას, წააწყდა განცხადებას, რომ ნიუ-იორკში დრამატული ხელოვნების აკადემია სტუდენტებს იწვევდა. დევიტომ გადაწყვიტა, იღბალი გამოეცადა და განაცხადი შეიტანა.

ქარიზმატული ახალგაზრდა მაშინვე მიიღეს. სწავლის პარალელურად პარიკმახერობას ვეღარ ახერხერბდა გადადება მოუწია, მაგრამ მაინც სჭირდებოდა საარსებო წყაროს შოვნა. „ავტოსადგომზე ვმუშაობდი და ჰიპებთან ერთად ვხვდებოდი Sunset Strip-ს. გრძელი თმა, ტრენჩქოთი, სპორტული ფეხსაცმელი მქონდა და იდეალურად ვერგებოდი სიტუაციას. იმ მომენტში ყველაზე მეტად მსახიობობა მინდოდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს ასეთი პაწაწინა მსახიობი მოუნდებოდა“, - ამბობს დევიტო.

მსახიობობა 26 წლის ასაკში დაიწყო, მცირე როლებით („მყიფე ოცნებები“, „ზარმაცი“) და პარალელურად თეატრში მუშაობდა. ერთხელ გასტროლებზე ყოფნისას შეხვდა მაიკლ დუგლასს, რომელიც ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდე გადაუფრინა“ (1975) პროდიუსერი იყო იმხანად. მაიკლმა დენი ამავე ნაწარმოების დადგმაში, სცენაზე იხილა და დენის შესთავაზა, ფილმშიც ეთამაშა მარტინის როლი. ეს გადამწყვეტი შეთავაზება იყო დენისთვის. ფილმი კლასიკად იქცა. ფილმის დიდი წარმატების შემდეგ კი, დევიტო ჰოლივუდის წამყვანმა პროდიუსერებმა შენიშნეს.

zv1yywjd7q241-1764647200.jpg

ce355db841aaa7100d2127106b6ed0e3-1764646695.jpg

34 წლის ასაკში მან მიიღო როლი საკულტო სერიალში „ტაქსი“ , რომელიც მძღოლების ქაოტურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. „შევედი ამ ულამაზეს კაბინეტში, სადაც ჯიმ ბრუკსი (ამერიკელი პროდიუსერი) და კიდევ რამდენიმე ადამიანი უკვე ისხდნენ. პერანგის სახელოები აწეული მქონდა. სცენარი მაგიდაზე დავაგდე და ვუთხარი: „კარგი, ვინ დაწერა ეს სისულელე?“ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მათ გიჟებივით დაიწყეს სიცილი, მე კი სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი, როგორ იცინოდნენ. ასე მივიღე როლი ფილმში „ტაქსი“, - ამბობს დევიტო.

მსახიობმა პროექტზე მუშაობისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა, მოგვიანებით კი კიდევ ხუთჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა პროექტისთვის.

1984 წელს, რობერტ ზემეკისის „ქვის რომანში“ დაბალი განგსტერის როლმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. დევიტომ ათობით პოპულარულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია კომედია „ტყუპები“ (1988), სადაც ის არნოლდ შვარცენეგერთან ერთად თამაშობდა.

danny-devito-twins-sequel-1764646696.png

48 წლის ასაკში დევიტომ დააარსა Jersey Films, რომელმაც მრავალი საკულტო ფილმი გადაიღო, მათ შორის „Reality Bites“ და „Pulp Fiction“ (მაკულატურა).

ასევე აღსანიშნავი იყო მისი როლი ფილმში "ბეტმენი ბრუნდება".

batman-returns-the-penguin-danny-devito-makeup-v18jpg-1764646695.jpg

2011 წელს დე ვიტომ კინოში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი მიიღო.

danny-devito-kids-101023-3-26cb5ae226e54f239a99048e4aa9a3b1-1764647548.jpg

დევიტო წლებია დაქორწინებულია მსახიობ რეა პერლმანზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

"ჩემს ცოლს ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო?" - იხსენებს დევიტო, რომელიც ასევე ამბობს, რომ კარგი ქმარი და მამაა, - "შვილები უნდა იყოლიო, როცა მზად ხარ, ისინი შენი ცხოვრების ცენტრად აქციო. კარგი მამა ვარ. შვილებს ყველაფრის უფლებას ვაძლევ, გარდა სხვა ადამიანების უპატივცემულობისა".

131318-1764646694.jpg

დღეს დენი 81 წლისაა. ტკბება ცხოვრებით, ოჯახით, საყვარელი საქმით და ამბობს, რომ გარეგნული პრობლემა, რომელიც ცხოვრების დასაწყისში დიდ დაბრკოლებად ჩანდა, მისთვის მთავარ კოზირად იქცა კარიერაში.

587602ea8a99949bdd3a6a91c310396f-1764646695.jpg02snapshot-devito-articlelarge-1764646694.webp