სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება - "სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება ავკრძალოთ" - მშობლები

სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება - "სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება ავკრძალოთ"

2025-12-02 12:42:27+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება:

- სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება ავკრძალოთ.

შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და, რა თქმა უნდა, ბალანსი მაქსიმალურად დაცული იქნება იმისათვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს.

11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება... მე-11 კლასში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რაც გამოცდებზე უნდა ჩააბარონ - გივი მიქანაძე
მომავალი სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება- რომელ კლასს შეეხება სამინისტროს გადაწყვეტილება
შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ