ჩაიფიქრე დღესასწაული -"ბიბლუსმა" საახალწლო კამპანია დაიწყო - მშობლები

ჩაიფიქრე დღესასწაული -"ბიბლუსმა" საახალწლო კამპანია დაიწყო

2025-12-02 17:08:49+04:00

„ჩაიფიქრე დღესასწაული“ - ამ ჯადოსნური ფრაზით „ბიბლუსმა“ საახალწლო კამპანია დაიწყო და ყველას შეგვახსენა პატარა პრინცის სიტყვები „დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ, მთავარი თვალისთვის უხილავია“.

ახალი წელი სწორედ ის დღე სასწაულია, როდესაც მთავარი გულით უნდა დაინახო და იგრძნო. ამ დღეს თითქოს ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და გულით გვჯერა, რომ სადღაც მართლაც არსებობს თოვლის ბაბუა და ის თითოეული ადამიანისთვის არჩევს საჩუქარს, რომელიც ჩვენს დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის.

და სად დავინახავთ დასანახს მხოლოდ გულით, თუ არა წიგნში? წიგნი უბრალო საჩუქარი არ არის. ეს ემოცია, გამოცდილება და თავგადასავალია, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთს ვაჩუქოთ. თითოეულ წიგნში გველოდება ისტორია, ზოგი მხიარული, ზოგი კი სევდიანი, ზუსტად ისევე როგორც ჩვენი ცხოვრებაა, ხან მხიარული და ხან სევდიანი. ამ ისტორიებში კი შეიძლება თავი ვიპოვოთ, გზა დავინახოთ, სწორი არჩევანი გავაკეთოთ... „ბიბლუსის“ საახალწლო ვიდეორგოლი სწორედ იმას მიგვანიშნებს, რომ მთავარი არა უბრალოდ საჩუქრების გაცვლა, არამედ ერთმანეთზე ფიქრი და ერთმანეთისთვის დღესასწაულის შექმნაზე ზრუნვაა.

ამიტომ თუ კამერებს გადავახვევთ, ვნახავთ, რომ თოვლის ბაბუა საჩუქრებს „ბიბლუსში“ ყიდულობს. ჩაიფიქრე დღესასწაული „ბიბლუსთან“ ერთად და გახსოვდეს გულით დანახული დღესასწაული ყველაზე ნამდვილია.

ვიდეორგოლი მომზადებულია „ბიბლუსის“ მარკეტინგის ჯგუფისა და KIAFI production-ის მიერ.

სცენარისტი/რეჟისორი - ნიკა ციმაკურიძე

აღმასრულებელი პროდიუსერი - ქეთი ჭელიძე

პროდიუსერი/ქასთინგის მენეჯერი - თამარ შარიქაძე

ოპერატორი - ელენე გლაზოვა

ხმის ოპერატორი - ტატო არაყიშვილი

ფოტოგრაფი - მარიამ ჯანელიძე

პროექტის მენეჯერი - ანა ქურდაძე

გრიფი - ბექა პატურაშვილი

გრიმი - დარინე გელიაშვილი

მსახიობები: დემეტრე კიკუტაძე, მერაბ შარიქაძე, მზია მაჩაიძე, ლაშა გრძელიძე, ნინა ამირანაშვილი, ანანო ჩაჩუა.

R