“2026 წელს მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სის ზრდა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის" - ფინანსთა მინისტრი - მშობლები

“2026 წელს მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სის ზრდა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის" - ფინანსთა მინისტრი

2025-12-02 17:58:15+04:00

“2026 წელს მასწავლებლების ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილეგიორგი კაკაურიძეაცხადებს.

როგორც კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის იმგვარი ზრდა, რომელიც სამი წლის პროგნოზით იყო გათვალისწინებული და დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა შეადგინა.

„მოგეხსენებათ გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა ერთბაშად. დაახლოებით, სამი წლის ზრდის პროგნოზი რაც იყო, ის ერთიანად მოხდა, ანუ, დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა მოხდა მასწავლებლის ხელფასის, შესაბამისად, წელს აღარ არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული, თუმცა საათობრივი გადანაწილებით შეიძლება, ნაწილს მათგანს გაეზარდოს.

ზრდა წელს გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალში, პარლამენტში განხილვის დროს იყოს ეს მოთხოვნა და 20%-იანი ზრდა გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ნაწილში. ვგულისხმობ მანდატურებს, ექთნებს, დამლაგებლებს - ვინც ტექნიკური პერსონალია სკოლაში, გარდა მასწავლებლებისა,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

ახალი წლიდან საქართველოში ხელფასები იზრდება - ვის რამდენად შეეხება ცვლილებები
საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორშია - ვის რამდენი აქვს ხელფასი საქმიანობების მიხედვით
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 212 ლარამდე გაიზარდა, კაცების ხელფასი კი ყველა სექტორში ქალების ხელფასს აჭარბებს