"15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შეძლებენ სკოლაში მისვლას... ჩემს შვილებსაც ეხება ეს, რადგან ჩემი 3 შვილი ნოემბერშია დაბადებული..." - მინისტრის განმარტება - მშობლები

"15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შეძლებენ სკოლაში მისვლას... ჩემს შვილებსაც ეხება ეს, რადგან ჩემი 3 შვილი ნოემბერშია დაბადებული..." - მინისტრის განმარტება

2025-12-03 10:01:33+04:00

სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში მივა მხოლოდ ის მოსწავლე, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება. გადაწყვეტილების შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, გადაცემაში "აქტუალური თემა" საუბრობს:

- დღეს მოქმედებს ის სისტემა, რომლითაც "ჩამკეტი" 31 დეკემბერია. კითხვას სვამს მოქალაქე, რომლის შვილიც 1-ელ იანვარსაა დაბადებული, რა იქნებოდა, პირველი იანვარიც გაგეთვალისწინებინათო... ეს საკითხი ყოველთვის ანალოგიურად იქნება. ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ თარიღზე უნდა ჩავკეტოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა წარმოვადგინოთ არგუმენტები, ამ გადაწყვეტილებას რატომ ვიღებთ. ვიცი, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეიძლება, ეს გადაწყვეტილება არ მოეწონოს, მაგრამ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რა არის ჩვენთვის ღირებული. პირველ რიგში, ღირებული სასკოლო ცხოვრების დაწყებისთვის ბავშვის მზაობაა. ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არ არის. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ბავშვებს მაქსიმალურად აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპისთვის მოემზადნენ.

სკოლამდელი აღზრდის კომპონენტსა და სასკოლო კომპონენტს შორის ძალიან სუსტი ბმაა. სკოლამდელი აღზრდის კომპონენტში მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვი სასკოლო ეტაპზე გადასასვლელად მოვამზადოთ. ბავშვებს ხშირად, ელემენტარულად, კლასში გაჩერება უჭირთ, კონცენტრაციის პრობლემა აქვთ და ასე შემდეგ. მით უმეტეს, თუ 6 წელს მიუღწეველ ბავშვზე ვლაპარაკობთ, აქ ეს გამოხატულება კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ-ემოციური ფაქტორებია, ბოლომდე მზაობა არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ვიყოთ ორიენტირებულები და არ მივცეთ საშუალება, რომ ბავშვი სკოლაში ისე შევიდეს, რომ ამ პროცესში ჩართულობისადმი გარკვეული მზაობა არ ჰქონდეს. ამიტომაც, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თარიღი სკოლის დაწყების პირველ დღეზე გადმოვწიოთ. 15 სექტემბერი სასწავლო წლის დაწყების დღეა. სწორედ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შეძლებენ, სკოლაში მისვლას. რა თქმა, უნდა, 16 სექტემბერს დაბადებულები გააპროტესტებენ. გეტყვით, რომ ჩემს შვილებსაც ეხება ეს კომპონენტი იმიტომ, რომ ჩემი 3 შვილი ნოემბერშია დაბადებული და, შესაბამისად, ეს კომპონენტი მათზეც აისახება. სწორედ იმიტომ, რომ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს, აღნიშნული ფაქტორი გასათვალისწინებელია.

მეორე არგუმენტიცაა - როდესაც 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, ამ კომპონენტის შემოღება კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმისთვის, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, რა ასაკში დაამთავრებს ბავშვი სასკოლო ეტაპს. თუ 5-წლიან ეტაპზე ბავშვის სკოლაში შეყვანის შესაძლებლობას მივცემთ, გამოვა, რომ 16 წლის ასაკში ბავშვი სკოლას დაამთავრებს. ამ შემთხვევაში, ეს გარანტირებულად 17 წლის ასაკი იქნება.

მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაამთავრებენ სკოლას და გაორმაგებული კონკურენციით იბრძოლებენ მისაღებ გამოცდებზე.დაამატებს თუ არა სამინისტრო ადგილებს ამ გამონაკლისი შემთხვევისთვის? - მინისტრის პასუხი
ბრიტანეთში მიღებული განათლება, 16 წლით უმცროსი მეუღლე და სამი შვილი - ამბები გივი მიქანაძის ბიოგრაფიიდან