განათლების ამჟამინდელი მინისტრი გივი მიქანაძე პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში.
ის წლების განმავლობაში იყო შსს-ის აკადემიის ლექტორი, პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ბოლო დროს საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
47 წლის მიქანაძეს 2006 წელს მიღებული აქვს იუსტიციის პოლკოვნიკის, 2017 წელს კი პოლიციის პოლკოვნიკის წოდებები.
2005 - 2008 წლებში ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში.
2016 - 2018 წლებში იყო პოლიციის აკადემიის რექტორი.
"ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი და ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.
გივი მიქანაძე დაიბადა 1977 წლის 20 მაისს. მისი მეუღლეა ნინო მიქანაძე - 1993 წლის 10 იანვარს დაბადებული. რომ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია წელია. ნინო მიქანაძე დასაქმებულია საქართველოს პარლამენტის აპარატში წამყვან სპეციალისტად.

წყვილს სამი შვილი ჰყავს:დავით,ლუკა დანიკოლას მიქანაძეები. იხილეთ წყვილის ქონებრივი დეკლარაცია