გასული წლის ოქტომბერში უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ დები, ნიაკო და თათული ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან. მათი ამბავი ყველამ გულთან მიიტანა და ყველა ელოდება ულამაზესი გოგონების სრულად გამოჯანმრთელებას.
ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას გოგონების მდგომარეობაზე. ისინი უკვე საქართველოში, სახლში არიან და რეაბილიტაციის პროცესს გადიან. უმძიმესია დედისთვის განვლილი მძიმე დღეების გახსენება.
ავარიაში მონაწილე მძღოლი არ დაუკავებიათ. ცოტა ხნის წინ სოფო ხარშილაძემ სოციალურ ქსელში სწორედ მის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. როგორც ირკვევა, ავარიის საქმეზე პროცესი დეკემბერშია ჩანიშნული.
როგორც სოფო გვიყვება ბავშვების მდგომარეობა ამჟამად კარგია, თუმცა რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
"შარშან 12 ოქტომბერს,კარგად გვახსოვს რა უბედურებაც დატრიალდა. ის დღე, ის წუთები წამები უსაშველოდ რომ გაიწელა 4 დეკემბერს, როცა 16 წლის დაბადების დღე უნდა აღენიშნა წვეულებით, მუსიკით, მეგობრებთან ერთან, რეანიმაციაში აპარატზე შეერთებულმა აღვნიშნეთ, ვიღაც უგუნური მძღოლის გამო, კაცის, რომელიც თავს დამნაშავეთაც კი არ ცნობს. ორი შვილი მიწაზე მკვდრები დამიყარა. ორი შვილი ერთ წამში ლამის კუბოში ჩამიწვინა. კაცმა რომელმაც არც კი ნახა ჩემი შვილები არც კი დარეკა არც კი მოიკითხა.
4 დეკემბერს ორ დღეში ნიაკო 17 წლის ხდება და ინვალიდის ეტლში უნდა შეხვდეს. და ამ დროს კიდევ თავ აწეული დადის და ისევ მე უნდა ვიმათხოვრო და ხალხს თითო ლარი ვთხოვო ნიაკოს რეაბილიტაციისთვის ყველა დამნაშავე გარეთ დადის და არც დაბადების დღეს არც ქორწილს დღეობებს არ იკლებდეთ. თავს დამნაშავედაც არ ცნობს მძღოლი, რომელმაც ორი შვილი კინაღამ მომიკლა და ცდილობს ყველანაირი პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან, არც გვკითხულობს არც ნახულობს არც რეკავს" - გვიყვება სოფო (იხილეთ ვრცლად).
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
#GE18BG0000000553349014
#GE64TB7513745068100047