მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაამთავრებენ სკოლას და გაორმაგებული კონკურენციით იბრძოლებენ მისაღებ გამოცდებზე. დაამატებს თუ არა სამინისტრო ადგილებს ამ გამონაკლისი შემთხვევისთვის? - მინისტრის პასუხი - მშობლები

მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაამთავრებენ სკოლას და გაორმაგებული კონკურენციით იბრძოლებენ მისაღებ გამოცდებზე. დაამატებს თუ არა სამინისტრო ადგილებს ამ გამონაკლისი შემთხვევისთვის? - მინისტრის პასუხი

2025-12-03 10:05:19+04:00

სასკოლო განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარადგინა დიდი გამოხმაურება და ბევრი კითხვას მოჰყვა. დეტალურად რეფორმის ცალკეულ პუნქტებზე მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემაში "აქტუალური თემა" ისაუბრა. რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდა იმ სახკითხზე, როცა მე-11 და მე-12 კლასს ერთად მოუწევს სკოლის დასრულება და გაორმაგებული კონკურენციით უმაღლეს სასწავლებლებში ადგილებისთვის ბრძოლა.

ამ გარემოებას სამინისტრო რაიმე განსაკუთრებულ ნაბიჯებს არ უპირისპირებს - აბიტურიენტები ჩვეულებრივ ჩაერთვებიან გაორმაგებულ კონკურენციაში და უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენილებს პროფესიულ სასწავლებლებს შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება.

კითხვაზე, გაორმაგებული ნახადის გამო ხომ არ იგეგმება რაიმე დაშვებები სასწავლებლებში კვოტების ზრდის ნაწილში. მინისტრი პასუხობს:

"ჩვენი მიზანია სახელწიფო უმაღლეს სასწავლებებში ხარისხობრივი კომპონენტი გაიზარდოს, გაიზარდოს კონკურენცია. უნდა გვქონდეს სწორი და ძლიერი ბმა სასკოლო პერიოდსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის, სკოლასა და პროფესულ სასწავლებლებს შორის, პროფესიული კომპონენტი უნდა გავაძლიეროთ, რომ შეეხიდოს უმაღლეს განათლებას. 2027-2028 სასწავლო წელს კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, ეს ცალსახაა, მაგრამ კონკურენცია არის არსებითად გამაჯანსაღებელი პროცესისა, რასაც ხარისხიანი განათლება და მაღალი ხარისხის პროფესიონალების ჩამოყალებების პროცესი წარმოადგენს.

ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კონკურენციის გათვალისწინებით, სრული სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვით, უმაღლეს სასწავლებლებში კონკრეტულ პოზიციებზე მოხვდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისი ცოდნით მოიპოვებენ ამ ადგილს. რაიმე კვოტის გაზრდაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. თუმცა ჩვენი ძალისმევა მიმართულია ასევე პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებისკენ, და ისინი არ უნდა იყვნენ აღქმული მეორე და მეათეხარისხოვან სასწავლო დაწესებულებებად. ისინი ძალიან მაღალი სტანდარტის ცოდნას იძლევიან, მზარდია სანდოობის კომპონენტი და ხარისხი, განსაკუთრებით გამოვყოფ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებს. ამის გამოხატულებაა ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ მიმდინარე წლის სექტემბერში მივიღეთ - 17 000 გამოცხადებულ პოზიციაზე 23 000-მა ადამიანმა მოგვმართა. პირველად იყო, რომ ამხელა კონკურენციით ჩატარდა მიღება კონკრეტულ მიმართულებებზე. ჩვენი მიზანია სამომავლოდ პროფესიული სასწავლებლების მიმართულებების დივერსიფიცირება მოვახდინოთ და გეოგრაფიული არეალიც დავფაროთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეეძლოს პროფესიული უნარების დაუფლება და დასაქმება" - განაცხადა მინისტრმა.

მსი თქმით, მომავალში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უმაღლესისთვის გარკვეული კრედიტების დაგროვების შესაძლებლობაც მიეცემათ.

"რამდენიმე წეიწადში ვგეგმავთ იმ ევროპული სტანდარტის შემოღებას, რომლის მიხედვით, პროფესიულ სასწავლებელში სწავლა ჩაეთვალოთ გარკვეულ კრედიტებად უმაღლესი სასწავლებლებისთვის. აქაც გვსურს იყოს ბმა პროფესიულ სასწავლებელსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის. ამიტომ იმ წელს, როცა მე-11 და მე-12 კლასი გაზრდილი კონტიგენტით, ერთად დაამთავრებს სკოლას, ამ პერიოდისთვის ბაზრის კვლევებიდან გამომდინარე, პროფესიული მიმართულებების მიხედვით განვსაზღვრავთ, რა საჭიროებები გვექნება. ამის მიხედვით წარადგენს სამინისტრო ხედვას და მთავრობა მას შესაბამისი დადგენილებით დაამტკიცებს. განვსაზღვრავთ რომელ ფაკულტეტზე რამდენი ადგილი იქნება 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში და უზრუნველვყოფთ გარკვეულ მიმართულებებზე შესაბამისი რაოდენობით ჩარიცხული სტუდენტების მიღებას. მაგრამ მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს ჩარიცხვას, ამ პერიოდისთვის სრული მზაობა გვექნება, რომ შევთავაზოთ სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ეს არის პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ თუ წამყვან სახელწიფოში არსებობს" - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა 2027-2028 სასწავლო წლიდან მოხდება - იმ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ მე-9 კლასში და ქვემოთ, უკვე მოუწევთ 11-წლიან სასწავლო პროცესში მონაწილეობა და სწორედ ამ წელს დაასრულებს სკოლას ერთად მე-11 და მე-12 კლასი.

მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ წელიწადს პირველკურსელების მიღება ამ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება გამოცხადებული - გივი მიქანაძე
სამინისტრო საკუთარ თავზე აიღებს სახელმძღვანელოების ჩანაცვლებას. სკოლებში პატრიოტულ სულისკვეთებას, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს ვაბრუნებთ, რაც დღეს პროგრამაში არ არის... - გივი მიქანაძე
11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება... მე-11 კლასში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რაც გამოცდებზე უნდა ჩააბარონ - გივი მიქანაძე